ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს! ძალიან! ისე რა, სხვათაშორის კი არა, ძალიან მიყვარს! ძალიან... აღარ მეტევით გულში
ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს! ძალიან! ისე რა, სხვათაშორის კი არა, ძალიან მიყვარს! ძალიან... აღარ მეტევით გულში
როგორი იყო მარიამ ქუთელია - აი, რამდენიმე პოსტი მისი ფეისბუქიდან:

"- მე ერთი პლანეტა მეგულება, სადაც წითური კაცი ცხოვრობს. მას არასოდეს უყნოსია ყვავილის სურნელება , არასოდეს შეუხედავს ვარსკვლავებისათვის, არასოდეს ყვარებია ვინმე და რიცხვების შეკრება-გამოკლების მეტი არაფერი გაუკეთებია. მთელი დღე შენსავით ერთსა და იმავეს იმეორებს: საქმის კაცი ვარ, სერიოზული კაცი ვარო, და ამპარტავნად იბღინძება. მაგრამ იგი კაცი ხომ არ არის. იგი სოკოა!

- რა არის?
- სოკო! "
ასე თქვა პატარა უფლისწულმა


ძალიან ბევრი ადამიანი მიყვარს! ძალიან! ისე რა, სხვათაშორის კი არა, ძალიან მიყვარს! ძალიან... აღარ მეტევით გულში. აურაკარგია!

მაისი- ჩემი გვირილების თვე...
გვირილა...ყვირილი მზის!


ჩემი შემოდგომა - მწველად ოქროსფერი, მტკივნეულად წითელი და შვებისმომგვრელად ჩალისფერი..
ჰო, შემოდგომა ჩემია, მაგრამ მე მიყვარს გაზაფხული: ჩვენი გვირილები - მზის თოვლი და ატმის ყვავილები - რაღაც ძალიან წმინდა...

ეს დღე დილიდან თავს იკავებდა
ამინდი ჰგავდა დახურულ კოლოფს,
ეს დღე დილიდან თავს იკავებდა,
სასოწარკვეთით ატირდა ბოლოს...

იმ დღესაც ასე იყო - იმ საბედისწერო დღეს - 13 ივნისს...

ბეჭდვა
1კ1