მომხდარმა სტიქიამ სოფელ წყლულეთის (თეთრიწყაროს რაიონი) გზა მთლიანად გ ა ა ნ ა დ გ უ რ ა, რის გამოც შეუძლებელია არა მარტო ტრანსპორტით, არამედ ფეხით გადაადგილებაც.
სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა დიდი ნაწილი მოხუცებულია, ასევე ბერები და მორჩილები, რომლებიც აღავლენენ ღვთისმსახურებას, მოკლებულნი არიან კომუნიკაციის ყოველგვარ საშუალებას და დარჩენილნი არიან ღვთის ანაბარა!
მოგიწოდებთ ყველას: მთავრობას, რაიონის გამგეობას, გთხოვთ მიიღოთ გზის რეაბილიტაციისათვის სათანადო ზომები, რათა დროულად მოხდეს მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება!
