"კარიბჭემ" უკვე გიამბოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის "დედოფლის" ათონზე სასწაულებრივი მოგზაურობის შესახებ.
ამ სტატიამ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ახლა კი გვინდა გაცნობოთ სასიხარულო ინფორმაცია: უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით ხატი "დედოფალი" დღეიდან სამების საკათედრო ტაძრის შუატაძარშია დაბრძანებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოილოცოს. სავარაუდოდ, ხატი ტაძარში ბრწყინვალე შვიდეულის ბოლომდე იქნება.
შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მოგანიჭოთ სულის სიმშვიდე და უფლისმიერი სიხარული!

იხილეთ ასევე
"დედოფალი" - "სიხარულის მომნიჭებელი"