"მოალერსე" ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ჯვრის მამის მონასტერში მიაბრძანეს
"მოალერსე" ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ჯვრის მამის მონასტერში მიაბრძანეს
"მოალერსე" ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი კვლავ საქართველოშია. ეს არის ასლი იმ ხატისა, რომელიც წმინდა სერაფიმე საროველის კელიაში იყო დაბრძანებული და რომელთანაც წმინდა მამა დღედაღამ ლოცულობდა. ხატთან ჩაუქრობელი კანდელი ენთო. ამ კანდელის ზეთს აცხებდა ხოლმე წმინდა მამა კელიაში მისულ ავადმყოფებს. ფიზიკურ კურნებასთან ერთად ისინი სულიერ ნუგეშსაც იღებდნენ. ამ ხატს წმინდა მამა ხშირად ასე უწოდებდა: "სიხარული ყველა სიხარულისა".

22 იანვარს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ჯვრის მამის მონასტერში მიაბრძანეს. აქ სავარაუდოდ 2 დღე დარჩება და შემდეგ სიონში გადააბრძანებენ.




ბეჭდვა
1კ1