წინაპართა და ჩვენი ცოდვების შენდობისათვის
წინაპართა და ჩვენი ცოდვების შენდობისათვის
საქართველოში ეკლესია-მონასტრების მშენებლობის, ღვთისკენ ერის შემობრუნების, ტაძრების საეკლესიო სიწმინდეებით შემკობის პროცესია. ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში მადლიანი ადამიანების შემოწირულობით, ფიზიკური თუ მატერიალური თანადგომით, ერი გადის წინაპართა და საკუთარი ცოდვების მონანიების გზას.

ამ გზაზე მრავალი ურწმუნოა, რომელთაც ჰგონიათ, თუ ერთხელ გააკეთეს სამადლო საქმე, ვალი მოხდილი აქვთ, მაგრამ სულზე ზრუნვა ხომ დაუღალავი და უწყვეტი პროცესია.

შემოქმედის ეპარქიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ საჭამიასერში (ადრინდელი სახელი- საკურთხეველი) წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა.

ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, მიტროპოლიტ იოსების, მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით და მთელი მორწმუნე საზოგადოების თანადგომით.
დღეისთვის გასაკეთებელია ტაძრის გალავანი, ასაშენებელია სამრეკლო და შესაძენია ზარები. წმინდა ბარბარეს ტაძრისთვის ხალხის შემოწირულობით დაიწერა და შეიმკო ულამაზესი ხატები, შეძენილია საეკლესიო ნივთები.

KARIBCHE

წმინდა ბარბარეს ტაძრის ბარელიეფი

ამჟამად პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უნდა შეიქმნას იელის მაცხოვრის ხატი (XI ს.) და ჩუკულის ღვთისმშობლის (XI ს.) სასწაულმოქმედი ხატი, რომელთა ორიგინალი გასაბჭოების დროს ანტირელიგიური გამოსვლებისას განადგურდა.
ამიტომაც ჩვენი თხოვნა განსაკუთრებულია: განადგურებული ხატის ხელახლა შექმნა ორიგინალის მიხედვით გვაძლევს შესაძლებლობას, მოვინანიოთ უფლის წინაშე როგორც ჩვენი, ისე წინაპართა ცოდვები.

KARIBCHE KARIBCHE

ჩუკულის ღვთისმშობელი და იელის მაცხოვარი


ხატის ფორმატი (1მ.X0.8მ.) ითხოვს შესაბამისი რაოდენობის სუფთა ვერცხლს და ფულად შემოწირულობას
დახმარების გაწევის მსურველთ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელ.:
599 96 86 99
593 37 02 25

ბანკის ანგარიში
ვი თი ბი ბანკი გეორგია.  ბანკის კოდი: VGEBGE22
საიდენტიფიკაციო კოდი: 237104691
ანგარიშის ნომერი: GE64VT4300000029763608
აგრეთვე შეგიძლიათ დარეკოთ ფასიან ნომერზე მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან: 0901 500 595
ღმერთმა შეიწიროს თქვენ მიერ გაღებული მოწყალება! გაღებული სიკეთე უფალთან მიდის.

ნინო ახობაძე

ბეჭდვა
1კ1