
მღვდელმოწამე პლატონი (ფრანკიადისი), ქიოსის მიტროპოლიტი და სხვა მასთან ერთად 43 მოწამეთა: არქიდიაკვანი მაკარი (გარისი), ქრისტეფორე (პსომასი), გიორგი (თრანკაკისი), კონსტანტინე (კუნუპასი), მღვდლები სტამატი (ხარტულარისი) და მიქაელი (ცური=სი), მღვდელმონაზვნები კონსტანტინე (პიტიკასი) და ლეონტი (მიხალაკისი), პროიღუმენი გრიგორი (ბურუსისი), მღვდლები იოანე (კალამარისი) და იოანე (სიდერატოსი), კაფიღუმენი კაპიტონი, მონაზვნები სერაპიონი, კარიონი, კირილე, სერიდი, სამუელი, ანთიმოზი, ნიკონი, სერაპიონი და გერმანე, მღვდელი იოანე (კუფოსი), მონაზონი თეოდოსი (ლუფაკისი), იღუმენი ანთიმოზი (არგენტისი), მღვდელი თეოდორე (რუფაკისი), მონაზონი იეროთეოსი (ანგელუსისი), ერისკაცნი იოანე (კარმარისი) და იოანე (თეოტოკასი), მღვდელი გიორგი (ხაფტასი), პროიღუმენი სოფრონი (პანკალოსი), მღვდელმონაზვნები თეოდოსი (კუმაკისი) და კლიმენტი (ვენეტოსი), მღვდელი და მქადაგებელი იაკობი (მავრი), მღვდლები კონსტანტინე (მარინაკისი) და იოანე (კოლოვისი), დიაკვნები იოანე (პალავიდისი), გიორგი (პავლიდისი), მონაზვნები კონსტანტინე (მავროგენისი), პართენი (პანტევგენოსი) და დავითი, ნიკიფორე (დასკალისი) ერისაგანი (†31 მარტი, 1822; ელად.); ევბეელ წმინდათა კრება (ბერძ.); მართალი ტაბითა იოფელი (გარდამ.); ღირსისა თეოდორე ტრიქინასი; მღვდელმთავართა:
გრიგოლისა (593) და
ანასტასი სინელისა (599), ანტიოქიელ პატრიარქთა;
ღირსისა ანასტასისა, სინას მთის იღუმენისა (VII);
მოციქულისა 70-თაგანისა ზაქესი, მეზვერეყოფილისა (I);
წმინდა მღვდელმოწამე ანასტასი II, პატრიარქი ანტიოქიისა (+609);
წმინდა ნიკოლოზ სერბის წმინდა ნაწილთა სამშობლოში გადასვენება (+1956);
წმინდა ათანასე, მეტეორაში ფერისცვალების მონასტრის დამაარსებელი (+1380) და მემკვიდრე მისი ღირსი იოსები (+1422-1423);
წმინდა ყრმა - მარტვილი გაბრიელ ბელოსტოკელი (XVII);
წმინდა თეოტიმე ფილოსოფოსი, ტომიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 412); ღირსი აღმსარებელი სმარაგდა (ონიშენკო, +1945), იღუმენია; წმინდა აღმსარებელი თეოდოსი, კოლომენსკის ეპისკოპოსი (+1937); ღირსი ალექსანდრე (ოშევენსკი, +1470);
კვიპროსის ღვთისმშობლის ხატი (+392).
დღის ლოცვა
ღირსი თეოდორე ტრიქინას კონდაკი:
გამოსჩნდი ყოვლადსაკვირველად ცხორებითა, თეოდორე ბრძენო მამაო, და ძაძისა იგი კუართი უფროის ქუეყანისა მეფეთა საუნჯეთა შერაცხე შენ; ამისთვისცა მოიხვენ უხრწნელნი იგი ზეცისა სამოსელნი და მარადის ევედრები ღმერთსა, ღირსო, ჩუენ ყოველთათვის.
განრღვეულის კვირა
ტროპარი: იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანა, რამეთუ ჰყო სიმტკიცე მკლავთა თვისითა უფალმან, დასრთგუნა სიკუდილითა სიკუდილი და პირმშო ექმნა შესვენებულთა, მუცლისაგან ჯოჯოხეთისა მიხსნა ჩუენ, და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სული ჩემი, მეუფეო, ყოველთა ცოდვათა მიერ და უჯეროტა ვნებათაგან განრღვეული აღადგინე საღმრთოთა შუამდგომელობითა შენითა, ვითარცა ოდემე განრღვეული იგი, რაითა მეც ღაღად-ვყო ცხოვნებულმან: ქრისტე მრავალწმოყალე, დიდებაი სიმტკიცესა შენსა.