დღის ლოცვა
დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის
ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილად მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.
კონდაკი: სიმხნითა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყუა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთიდევ და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ყოველთა ღირსთა მამათა ტროპარი
ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩვენ ზედა, კეთილსა სახიერებისა შენისასა. ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩვენგან, არამედ მათითა მეოხებითა/ მშვიდობით განაგე ცხოვრება ჩვენი.