
ნათლისღების შემდეგ (6 იანვრის) კვირას: ბასილი დიდის წმინდა ოჯახი (ბერძ), ქალწულმოწამეთა ნეოლინა, დომნინა, და პართენა ედესელები (XIVს, ბერძ.), წმინდა იოსებ ახალი კაპადოკიელი (დაახლ.1869) (გარდამავალი); მოწამისა ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა (222-235);
მოწამისა მერტი (მეორტი) მხედრისა (284-305);
მოწამისა პეტრესი, პალესტინის სამარიის ავლონაში (311);
ღირსისა ევპრაქსია ტაბენისელისა, უფროსისა, ეგვიპტეში მოღვაწისა (393); ღირსისა ელია მეუდაბნოისა, მეგვიპტელისა, სასწაულთმოქმედისა (IV); მღვდელმოწამისა ტიგრი ხუცისა და მოწამისა ევტროპი წიგნისმკითხველისა (395-408); 8-თა მოწამეთა ნიკეელთა; დღესასწაული ხატთა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა: '
'რძით მასაზრდოებელი'' და
''აკათისტო'' (დაუჯდომელი);
მოწამისა ფილოთეოზ ანტიოქიელისა (IV); წმიდისა ეილიანოს რომაელისა, ბრიტანეთში მოღვაწისა (VI); წმიდისა ბენედიქტესი, ანგლოსაქსისა (690):
წმინდა საბა, სერბი მთავარეპისკოპოსი (+1237);
ღირსნი მარტინიანე (+1483) და გალაქტიონ ბელოეზერელები.
დღის ლოცვა
მოწამისა ტატიანასი და მისთანა რომში წამებულთა
კონდაკი: გამობრწყინდი ვნებათა შინა შენთა, ღუაწლით შემოსილო, და სისხლითა მიერ შენთა განშუენებული, ვითარცა ტრედი შუენიერი, ცად მიმართ აღფრინდი, ტატიანა, ევედრე ღმერთსა პატივისმცემელთა შენთათვის.