
ღირსისა სისო დიდისა (429); მოწამეთა: მარინისა, მართასი, ავდიფაქსისა, ამბაკუმისა, კვირინესი, ვალენტინე ხუცისა, ასტერისა და სხვათა მრავალთა, რომში მომწყდართა (269);
მოწამეთა: ისავრო დიაკონისა, ინოკენტისა, ფილიქსისა, ერმოსისა, ბასილისა, პერეგრინესი, და ორთა ქალაქის მთავართა რუფესი და რუფინესი (III);
მოწამისა ლუკია ქალწულისა და მისთანა მოწამეთა: რიქსესი, ანტონისა, ლუკიანესი, ისიდორესი, დიონისა, დიოდორესი, ქუთონისა, არონისა, კაპიკესი და სატურისა (301);
მოწამისა კოინტე ფრიგიელისა (დაახლ. 283-284);
ღირსი სისო, პეჩორელი, სქემოსანი მამა შორეული მღვიმეებიდან (XIII);
წმინდა ქალწულის, ოლშანსკის (VII) თავადის ასულის, მართალ იულიანიას (+1540) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება (XVII);
წმინდა მღვდელმოწამე ასტიოსი, დირაქიის ეპისკოპოსი (II);
წმინდა პალადიუსი, ეპისკოპოსი და აღმსარებელი, სკოტების მოციქული;
წმინდა მონენა, კილივის დედათა მონასტრის წინამძღვარი; ღირსმოწამისა ექვთიმესი (ლიუბოვიჩევი), მღვდელ-მონაზვნისა (+1932), ღირსმოწამისა თეოდორესი (ბოგოიავლენსკი), მღვდელ-მონაზვნისა (+1943); მოწამისა აპოლონისა; მოწამისა ალექსანდრიონისა; მოწამისა ეპიმაქესი;
მოწამე კირილე თესალონიკელი (+1566).
დღის ლოცვა
ღირსი სისო დიდის კონდაკი:
გამოსჩნდი შენ მოღუაწებითა ქუეყანასა ზედა ანგელოზად და განანათლებ, ღირსო, მორწმუნეთა გონებასა ღმრთისმეტყუელებითა მარადის; ამისთვის სარწმუნოებით პატივს გცემთ შენ, სისო.
დღის საკითხავი
რომ. 9: 1-5 (დას. 100). მთ. 9: 18-26 (დას. 32).
რომ. IX, 1-5
1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,
2. რომ დიდია ჩემი მწუხარება და დაუმცხრალია ტკივილი ჩემი გულისა;
3. ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო,
4. რომლებიც არიან ისრაელიტნი და შვილობაც ეკუთვნით, დიდებაც, აღთქმანიც და რჯულდებაც, მსახურებაც და დაპირებაც.
5. მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
მთ. IX, 18-26
18. ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.
19. წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
20. და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
21. რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
22. ხოლო იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: გამხნევდი, შვილო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. და განიკურნა ქალი იმავე წამს.
23. შევიდა იესო მთავრის სახლში და იხილა იქ მოზარენი და მოყაყანე ბრბო;
24. და უთხრა მათ: გადით აქედან, რადგან გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს; ხოლო ისინი დასცინოდნენ მას.
25. და როდესაც გაიყვანეს ხალხი, მივიდა იესო, აიღო გოგონას ხელი, და ისიც აღდგა.
26. და მოედო მისი ამბავი მთელ იმ მხარეს.