ძველი სტილი
4 ივლისი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
17 ივლისი
სულთმოფენობის შემდგომ მეექვსე კვირის ხუთშაბათი. ხმა 4.
ხსნილი ხსნილი
ანდრიასი, კრიტელი მთავარეპისკოპოსისა, "დიდი კანონის" შემქმნელისა, იერუსალიმელისა (712-726); ღირსისა მართასი, დედისა სვიმეონ მესვეტისა, სასწაულმოქმედისა, რომელი დამკვიდრებულ იყო მთასა საკვირველსა (551); მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიასი (105-108); მღვდელმოწამისა თეოდორესი, კვირინელი ეპისკოპოსისა (310); ღირსისა ანდრია რუბლიოვისა, ხატმწერისა (XV); მეფისა ნიკოლოზისა და მის თანა წამებულთა (+1918); წმინდა კეთილმსახური მეფე, ანდრია ბოგოლიუბი (+1174); მიქაელ ქონიელი, ათენელი ეპისკოპოსი (+1222); ხსენება წმინდისა ალექსისა, საკვირველმოქმედისა; მღვდელმოწამისა დიმიტრი ყაზანელისა, პრესვიტერისა (+1942); ხსენება მღდელმოწამისა საბასი, გორნოკარლოვაცკელი ეპისკოპოსისა (ტრლაიჩი +1941); ხსენება წმინდისა მოწამისა დონატისა, ლიბიის ეპისკოპოსისა (+360-363);ღირსი ექვთიმე, სუზდალელი არქიმანდრიტის, საკვირველმოქმედის (+1404) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება; ხსენება წმინდისა ასკლეპიოსისა, საკვირველმოქმედისა; ხსენება წმინდისა მოწამისა თეოფილესი; ხსენება ღირსისა მენიგნისა.

დღის ლოცვა
ანდრიასი, კრიტელი მთავარეპისკოპოსის, "დიდი კანონის" შემქმნელის კონდაკი:
დაბერე მაღლად საყვირსა საღმრთოთა გალობათასა და გამოსჩნდი მნათობად სოფლისა ყოვლად ელვარედ მნათობი ნათლითა სამებისათა, ყოვლადღირსო ანდრია, ვინა ყოველნი გიღაღადებთ: მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე უფლისა ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავი
ლიტ.: 1 კორ. 3: 18-23 (დას. 129). მთ. 13: 36-43 (დას. 54).
ანდრიასი: ებრ. 8: 3-6 (დას. 318, შუა). მთ. 7: 12-21 (დას. 21).

1 კორ. III, 18-23

18. ნურავინ მოიტყუებს თავს; თუ ვინმეს ამ ქვეყნად ბრძენი ჰგონია თავი, შლეგი გახდეს, რომ სიბრძნეს ეზიაროს.
19. რადგანაც სიბრძნე ამა ქვეყნისა სიშლეგეა ღვთის წინაშე, როგრრც წერია: "მათსავ ცბიერებაში ატყვევებს ბრძენთ".
20. და კიდევ: "იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ფუჭნი არიან ისინი".
21. მაშ, ნურავინ იქადის კაცთა შორის, რადგანაც ყველაფერი თქვენია:
22. პავლე თუ აპოლოსი, კეფა თუ ქვეყანა, სიცოცხლე თუ სიკვდილი, აწმყო თუ მომავალი, თქვენია ყოველი.
23. ხოლო თქვენ ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი - ღვთისა.


მთ. XIII, 36-43
36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
37. ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღი თესლის მთესავი ძეა კაცისა.
38. ყანა არის ქვეყანა; საღი თესლი სასუფევლის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი - უკეთურის ძენი.
39. ღვარძლის მთესავი მტერი ეშმაკია: მკა - ქვეყნის დასასრული, და მომკალნი - ანგელოზები.
40. როგორც შეკრებენ ღვარძლს და ცეცხლს მისცემენ, ასევე იქნება ქვეყნის დასასრულს.
41. რადგან მოავლინებს ძე კაცისა თავის ანგელოზებს, და შეკრებენ მის სასუფეველში ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედთ.
42. და ჩაყრიან მათ სახმილის ცეცხლში: და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
43. მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!

ებრ. VIII, 3-6.
3. რადგანაც ყველა მღვდელმთავარი მსხვერპლისა და შესაწირავის მისართმევადაა დადგენილი; ამიტომ აუცილებელია, რომ მასაც რაიმე ჰქონდეს მისართმევი.
4. მიწაზე რომ დარჩენილიყო, მღვდელიც აღარ იქნებოდა, რადგანაც აქ არიან მღვდღები, რჯულისამებრ რომ სწირავენ შესაწირავს,
5. და მსახურებენ ზეციერის ხატსა და ჩრდილს, როგორც ებრძანა მოსეს კარვის დასრულებისას: "იცოდე, - იყო თქმული, - ყველაფერი გააკეთე იმ ნიმუშის მსგავსად, მთაზე რომ გიჩვენე შენ".
6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.

მთ. VII, 12-21.
12. როგორც თქვენ გსურთ გექცეოდნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ, ვინაიდან ესაა რჯული და წინასწარმეტყველნი.
13. შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.
14. ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას.
15. ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები.
16. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
17. ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
20. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.
21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მიუხედავად მრავალი დამცირებისა, შეურაცხყოფისა და დევნისა, სახარება მთელ ქვეყანას მოჰფინეს
წმინდა მახარებელი ლუკა თორმეტი მოციქულის გამორჩევის ამბის თხრობისას ამბობს, რომ გამორჩევამდე მაცხოვარმა მთელი ღამე გაატარა მამა ღმერთის მიმართ თხოვნა-ვედრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat