ძველი სტილი
3 ივლისი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
16 ივლისი
სულთმოფენობის შემდგომ მეექვსე კვირის ოთხშაბათი. ხმა 4.
მარხვა მარხვა
ღირსისა გიორგი ღმერთშემოსილისა, დაყუდებულისა, ღირსი გიორგი მთაწმიდელის მოძღვრისა (1068); მოწამისა იაკინთესი (108); მოწამეთა: დიომიდესი, ევლამპისა, ასკლიპიოდოტესი და გოლინდუხტისა (II); მოწამეთა მოკისა და მარკოზისა (IV); ღირსისა ალექსანდრესი, "მღვიძარეთა" სავანის დამაარსებელისა (დაახლ. 430); ანატოლისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (458); წმინდა ფილიპეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის, სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილთა გადასვენება (+1652); ღირსი ანატოლი დაყუდებული ახლო მღვიმეებიდან (XII); ხსენება ღირსისა ანატოლი დაყუდებულისა, შორეულ მღვიმეებში მოღვაწისა (XIII); წმინდა კეთილმსახური თავადნი, ვასილი და კონსტანტინე იაროსლაველნი (XIII); წმინდა ბასილი, რიაზანის ეპისკოპოსი (+1295); ღირსნი: იოანე და ლონგინოზი, იარენგელები (სოლოვეცკელები XVI); ნეტარი იოანე სალოსი, მოსკოველი (+1589); ღირსი ნიკოდიმოს კოჟეეზერელი (+1640); ღირსი ესაია განდეგილი (+დაახლ. 489); ხსენება ღირსისა ანატოლისა (ბისტროვი), არხანგელსკის მთავარეპისკოპოსისა (+1931); ღირსი იოაკიმე, აქაის ნოტენის მონასტრიდან (XVII); ღირსმოწამე გერასიმე ახალი, კარპენისელი (+1812)გერგეტის სამებობა (ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში).

დღის ლოცვა
მოწამე იაკინთეს კონდაკი:
ხედ ცხორებად სულსა შორის თვისსა სარწმუნოებაი შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან და იქმნა ედემს სამოთხისა უპატიოსნეს, და ხე გუელისა საცთურისა წარსწყმიდა კადნიერებითა სულისათა; ამისთვისცა გვირგვინოსან-ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალმოწყალე.
დღის საკითხავი
ლიტ.: 1 კორ. 2: 9 - 3: 8 (დას. 127). მთ. 13: 31-36 (დას. 53).
ღირ. გიორგი დაყუდებულის საკითხავები საზიაროთაგან.

1 კორ. II, 9 - III, 8

9. არამედ, როგორც დაიწერა: "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ".
10. ჩვენ კი თავისი სულით გაგვიცხადა ღმერთმა, რადგანაც სული ყველაფერს იკვლევს, თვით ღვთის სიღრმესაც.
11. და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენმავე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა.
12. ხოლო ჩვენ ამ ქვეყნის სული კი არ მიგვიღია, არამედ სული, რომელიც არის ღვთისაგან, რათა ვიცოდეთ, რა მოგვანიჭა ღმერთმა.
13. ასე რომ, რაზედაც ვმსჯელობთ, კაცური სიბრძნით ნასწავლი სიტყვით კი არ ვმსჯელობთ, არამედ სიტყვით, რომელიც გვისწავლია სული წმიდისგან, და სულიერით განვმარტავთ სულიერს.
14. მაგრამ მშვინვიერი კაცი არ შეიწყნარებს იმას, რაც ღვთის სულისაგან არის, რადგანაც სიშლეგედ მიაჩნია და ვერ მიმხვდარა, რომ ეს სულიერად უნდა განსაჯო.
15. ხოლო სულიერი ყველაფერს განსჯის, თვითონ კი არავისგან არ განისჯება.
16. რადგანაც ვინ შეიცნო ქრისტეს აზრი, რომ ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს აზრი გვაქვს.

1. მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში.
2. რძით გზრდიდით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ.
3. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?
4. მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?
5. მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს.
6. მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, გაზრდით კი უფალმა გაზარდა.
7. ასე რომ, არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, არამედ - გამზრდელი ღმერთი.
8. დამრგველი და მომრწყველი ერთი არიან, მაგრამ თვითეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს.


მთ. XIII, 31-36
31. სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
32. ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
33. მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
34. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
35. რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
36. მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მიუხედავად მრავალი დამცირებისა, შეურაცხყოფისა და დევნისა, სახარება მთელ ქვეყანას მოჰფინეს
წმინდა მახარებელი ლუკა თორმეტი მოციქულის გამორჩევის ამბის თხრობისას ამბობს, რომ გამორჩევამდე მაცხოვარმა მთელი ღამე გაატარა მამა ღმერთის მიმართ თხოვნა-ვედრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat