ძველი სტილი
8 ივნისი
შაბათი
ახალი სტილი
21 ივნისი
სულთმოფენობის შემდგომ მეორე კვირის შაბათი. ხმა 8.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
დიდმოწამისა თეოდორე სტრატილატის წმინდა ნაწილთა გადასვენება (IV); მღვდელმოწამისა თევდორესი, კველთელი მღვდლისა (1608-1609); ეფრემისა, ანტიოქიელი პატრიარქისა (545); ღირსისა ზოსიმე ფინიკიელისა (VI); მოწამეთა: ნიკანდროსი და მარკიანესი (IV); ეპისკოპოსისა აკვილიანესი; ღირსი მამა თეოდორე, ეპისკოპოსი სუზდალისა (+1023); წმინდა კეთილმსახურ თავადთა - ვასილისა (+1249) და კონსტანტინეს (+1257) - წმინდა ნაწილთა აღმოყვანება; ღირსი მამა აფრე (V); ქალწულმოწამე კალიოპია (III); ღირსი მამა ნავკრატიოსი , ძმა წმინდა ბასილი დიდისა (+358); წმინდა აღმსარებელი პავლე, კაიუმელი (+766); ღირსი მელანია უფროსი (+410); ღირსმოწამე თეოფანე (+1588); წმინდა მედარდი, ეპისკოპოსი ნუაიონისა (+558-560); წმინდა ნავკრატიოსი, აღმსარებელი და სტუდიელი (848); წმინდა მოწამე ნიკანდრო. 

დღის ლოცვა
დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის

ტროპარი: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილად მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვისცა მარადის გნატრით მორწმუნენი.

კონდაკი: სიმხნითა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყუა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
რომ. 3: 19-26 (დას. 84). მთ. 7: 1-8 (დას. 20).
მღვდელმოწამისა თეოდორესი საზიაროთაგან.


რომ. III, 19-26
19. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
20. ვინაიდან რჯულის საქმით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, რადგანაც რჯულით შეიცნობა ცოდვა.
21. ახლა კი, გარდა რჯულისა, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველნი და რჯული,
22. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება,
23. რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.
24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
26. რომელნიც სულგრძელად დაითმინა ღმერთმა, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე დღევანდელ დღეს, და ყოფილიყო იგი მართალი და იესოს მორწმუნეთა გამმართლებელი.


მთ. VII, 1-8
1. ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ.
2. ვინაიდან როგორი განსჯითაც განსჯით, იმნაირითვე განისჯებით, და რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
3. ან რატომ ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
4. ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: მოიცა, ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და თვითონ შენ კი დირე გაქვს თვალში.
5. თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.
6. ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ.
7. ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ.
8. რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat