ძველი სტილი
7 ივნისი
პარასკევი
ახალი სტილი
20 ივნისი
სულთმოფენობის შემდგომ მეორე კვირის პარასკევი. ხმა 8.
მარხვა მარხვა
წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი (+303); მოწამე პოტამიენა და მასთან: პლუტარქე, ჰერაკლიდე, ირონი, ირაიდა, მარკელა, ბასილიდე და ორი სერენი (III); მღვდელმოწამე მარკელინი (+304); ქალწულმოწამენი: კირია (კირიაკა), ვალერია (კალერია) და მარია (III); ორი ღირსი მამა - ორი დანიელ სკიტელი (+420 და VI); ღირსი აბრაამ (სქემაში - ანტონ) კოჟეეზერელი (+1634); მღვდელმოწამე ანდრონიკე, არქიეპისკოპოსი პერმისა და მასთან ერთად წამებულნი: ალექსანდრე მახეტოვი, ალექსი ბუდრინი, ალექსანდრე ოსეტროვი, ვალენტინ ბელოვი, ბენიამინ ლუკანინი, ვიქტორ ნიკიფოროვი, ალექსანდრე პრეობრაჟენსკი, პავლე ანიშკინი, ვლადიმირ ბელოზეროვი, ეგნატე იაკიმოვი, ლევ ერშოვი, მიხეილ დენისოვი, ნიკოლოზ ონიანოვი, პავლე სოკოლოვი, ალექსანდრე მალინოვსკი, ნიკოლოზ როჟდესტვენსკი, პრესვიტერნი, გრიგოლ სმირნოვი, დიაკონი, და მოწამენი: ათანასე ჟულანოვი და ალექსანდრე ზუევი (+1918); მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა (კონიუხოვი) და პეტრესი (კუზნეცოვისა), პრესვიტერთა (+1919); მოწამისა ზინაიდასი, საკვირველმოქმედისა; წმინდათა ესიასი და სოსანასი, წმინდა პანკრატი, ტავრომენიელი ეპისკოპოსის მოწაფეთა (I); მოწამეთა ტარასისა და იოვანესი; ღირსისა დედისა სებასტიანასი, საკვირველმოქმედისა, ღირსთა სტეფანესი და ანთიმოზისა;  ღირსი პანაგი (პაისი) ხუცესი (+1888); მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სმარაგდი, ლარგო, აპრონიანე, სატურნინე, პაპი, მავრო, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია (IV).
დღის ლოცვა
მოწამე თეოდოტე ანკვირელის კონდაკი:
ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინნი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვინაცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომლად ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
რომ. 5: 17-6: 2 (დას. 90). მთ. 9: 14-17 (დას. 31).


რომ. V, 17 - VI, 2

17. რადგან თუ ერთის შეცოდებით სიკვდილი სუფევდა ერთის მიერ, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის - იესო ქრისტეს მიერ.
18. ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით მრავალი გახდა ცოდვილი, ისე ერთი კაცის მორჩილებით მრავალნი გახდებიან მართალნი.
19. რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რათა ემრავლა ცოდვას, ხოლო როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი,
20. რათა, როგორც ცოდვა სუფევდა სიკვდილში, ასევე ყოფილიყო მადლის სუფევაც საუკუნო სიცოცხლისათვის სიმართლის მეოხებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.

1. რას ვიტყვით? დავრჩეთ ცოდვაში, რათა იმრავლოს მადლმა? არამც და არამც.
2. ჩვენ, რომელნიც მოვკვდით ცოდვისათვის, როგორღა ვიცხოვროთ მასში?



მთ. IX, 14-17
4. ხოლო იესო მიხვდა მათ ზრუნვას და თქვა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?
5. რა უფრო ადვილია: ამის თქმა - მოგეტევოს შენი ცოდვები: თუ ამისა - აღდეგ და წადი?
6. ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
7. ისიც მაშინვე აღდგა და წავიდა თავის სახლში.
8. ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
9. იქიდან წამოსულმა იესომ დაინახა საბაჟოში მჯდომარე კაცი, რომელსაც მათე ერქვა სახელად, და უთხრა მას გამომყევიო; ისიც ადგა და გაჰყვა.
10. და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან.
11. ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
12. ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
13. თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?
15. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
16. არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა.
17. არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat