ძველი სტილი
20 ივნისი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
3 ივლისი
სულთმოფენობის შემდგომ მეოთხე კვირის ხუთშაბათი. ხმა 2.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
მოწამეთა: ინასი, პინასი და რიმასი (III); მოწამეთა: არისტოკლე ხუცისა, დიმიტრი დიაკონისა და ათანასე წიგნის-მკითხველისა (დაახლ. 306); მღვდელმოწამისა მეთოდისა, პატარელი ეპისკოპოსისა (312); ლევკი აღმსარებელისა, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსისა (V); მოწამეთა: იოსტოსი და დულასი; მღვდელმოწამისა ავინკრიტესი და მისთანათა; ღირსისა იოსებ განშორებულისა; ორი უცნობი მეუდაბნოე, მშვიდობით აღსრულებული; მოწამეთა: რაფაელის, ნიკოლოზის და ირინეს, მიტილენელების წმინდა ნაწილთა გადასვენება 1959 წელს (ბერძ.);  მოციქულთასწორი წმინდა ნაუმ ოქრიდელი (+910); წმინდა კალისტე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1363); წმინდა მართალი ნიკოლოზ კავასილა (+1391-1397); წმინდა კეთილმსახური თავადი გლები, ნათლისღებით გიორგი; წმინდა მღვდელმთავარი მინა, პოლოცკის ეპისკოპოსი (+1116); წმინდა გურის, ყაზანის მიტროპოლიტის წმინდა ნაწილთა გადასვენება; წმინდა მოციქულების ლუკას, ანდრიას და თომას, წინასწარმეტყველ ელისეს, წმინდა მოწამე ელისეს წმინდა ნაწილთა და შესამოსელის გადასვენება; მოდენის (კოსინოს) ღვთისმშობლის ხატი.

დღის ლოცვა
მღვდელმოწამე მეთოდიოსის, პატარელი ეპისკოპოსის



ტროპარი: სისხლი შენი, ბრძენო, საიდუმლოდ ღაღადებს ქუეყანით, ვითარცა აბელისა ღმრთისა მიმართ, ღმრთივგანბრძნობილო მღდელმთავარო მეთოდი, ცხადად მქადაგებელო ღმრთის განხორციელებისაო; ამისთვისცა არცხვინენ საცთურსა ორიგენისსა და მიიცვალე ზეცისა სასძლოსა; ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.

კონდაკი: ვითარცა რა მღდელმან და მესაიდუმლოემან წმიდისა სამებისამან, უფროის გონებისა საღმრთონი იგი სიტყუანი ქადაგენ და მართლმადიდებელთა იქმენ სიმტკიცე, მეთოდი, ხოლო გონებასა ბოროტად მადიდებელთასა ამხილენ და წინაშე ქრისტესსა ანგელოზთა თანა სდგა; ევედრე მას ცხორებად სულთა ჩუენთა.
დღის საკითხავები
რომ. 11: 13-24 (დას. 106). მთ. 11: 27-30 (დას. 43).

რომ. XI, 13-24

13. თქვენ გეუბნებით, წარმართნო: რამდენადაც წარმართთა მოციქული ვარ, ჩემს მსახურებას ვადიდებ.
14. იქნებ ასე მაინც შევძლო საღმრთო შური აღვძრა ჩემსავე თვისტომთა შორის და ვიხსნა ზოგიერთი მათგანი.
15. რადგან თუ მათი განშორება ქვეყნის დაზავებაა, რაღა იქნება მათი შემოერთება, თუ არა სიცოცხლის აღდგომა მკვდრეთით?
16. თუ პირველნაყოფი წმიდაა, ასევე - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, ასევე - რტონიც.
17. ხოლო თუ ზოგიერთი რტო მოტყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ ადგილას დაემყენ, ასე რომ, ზეთისხილის ფესვისა და წვენის თანაზიარი გახდი,
18. ნუ იქადი რტოთა წინაშე, ხოლო თუ მაინც იქადი, გახსოვდეს, რომ შენ კი არ გიტვირთავს ფესვი, არამედ ფესვმა გიტვირთა შენ.
19. იტყვი: რტოები გადატყდნენ, რათა მე დავმყნილიყავიო.
20. კეთილი. ისინი ურწმუნოებით გადატყდნენ, ხოლო შენ რწმენითა დგახარ. ნუ ქედმაღლობ, არამედ გეშინოდეს.
21. რადგან თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, არც შენ დაგინდობს.
22. ხომ ხედავ სიკეთეს და სიმკაცრეს ღვთისას: სიმკაცრეს - დაცემულთა, ხოლო სიკეთეს - შენს მიმართ, თუკი მის სიკეთეში მკვიდრობ; არა და, შენც მოიკვეთები.
23. მაგრამ, თუ ურწმუნოებაში არ დარჩნენ, ისინიც დაემყნობიან, რადგან ღმერთს კვლავაც ძალუძს მათი დამყნობა.
24. ვინაიდან თუ შენ მოიკვეთე თავისი ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე შინაურ ზეთისხილს, განა ბუნებრივი რტონი მით უმეტეს არ დაემყნობიან თავიანთ საკუთარ ღეროს?


მთ. XI, 27-30
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat