
ღირსისა მიქაელ ულუმბოელისა, ცამეტ ასურელ მამათაგანისა (VI);
მოწამეთა: ლეონტისი, იპატისი, თეოდულესი, პოპლისი და დომეტიანესი (70-79); პანუმიდე ეპისკოპოსისა;
წმინდა მღვდელმთავარი ლეონტი, კვიპროსის ნეაპოლის ეპისკოპოსი (VII);
ღირსი ლეონტი მირონმდინარე (+1605);
ღირსი ლეონტი მღვიმელი, კანონარქი (XIV); ღირსი მარინე ბითინიელი (VIII);
წმინდა მოწამე ეთერიოსი (+დაახლ. 305); ღირსმოწამე ნიკანორი (მოროზკინი), არქიმანდრიტი; მღვდელმოწამენი: სერგი კროტკოვი, დეკანოზი; ვასილი კრილოვი, მღვდელი; ვასილი სმირნოვი,დეკანოზი; ალექსანდრე კრუტიცკი, მღვდელი (+1938);
მღვდელმოწამე ვიქტორ ოსტროვიდოვის, გლაზოვის ეპისკოპოსის წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 1997 წელს;
ბოგოლიუბოვის ღვთისმშობლის ხატი და მისი სასწაულმოქმედი ასლები (+1155).
დღის ლოცვა
მოწამეთა: ლეონტისა, იპატისა და თეოდულეს კონდაკი:
ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წარმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 10: 11 - 11: 2 (დას. 104). მთ. 11: 16-20. (დას. 41).
ღირსი მიქაელის საკითხავები საზიაროთაგან.
რომ. X, 11 - XI, 2
11. რადგანაც წერილი ამბობს: "არ შერცხვება არცერთი მისი მორწმუნე".
12. ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, ეგზომ გულუხვი ყველა მისი მხმობელისადმი.
13. რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.
14. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ? ან როგორ ისმინონ უქადაგებლად?
15. და როგორ იქადაგონ, თუკი არ წარიგზავნებიან? როგორც დაიწერა: "რა მშვენიერნი არიან სიკეთის მახარებელთა ფეხნი!"
16. მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ესაია ამბობს: "უფალო, ვინ ირწმუნა, რაც ჩვენგან ისმინეს?"
17. ამრიგად, რწმენა - სმენისაგან, ხოლო სმენა - ქრისტეს სიტყვისგან.
18. მაგრამ მე ვამბობ: "ნუთუ ვერ ისმინეს? პირიქით, მთელს დედამიწაზე გაისმა მათი ხმა და ქვეყნიერებას კიდით კიდემდე უწია მათმა სიტყვამ.
19. კვლავ ვამბობ: ნუთუ ვერ შეიცნო ისრაელმა? მაგრამ პირველად მოსე ამბობს: "მე აღვძრავ თქვენს შურს მათი მეშვეობით, ვინც არ არის ხალხი, უგუნური ხალხით განგარისხებთ".
20. ესაია კი თამამად ამბობს: "ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა".
21. ხოლო ისრაელს ეუბნება: "მთელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და უჯიათი ხალხისკენ".
1. ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
2. არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:
მთ. XI, 16-20
16. ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან
17. და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
18. ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო.
19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
20. მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს.