ძველი სტილი
15 ივნისი
შაბათი
ახალი სტილი
28 ივნისი
სულთმოფენობის შემდგომ მესამე კვირის შაბათი. ხმა 1.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
წინასწარმეტყველისა ამოსისა (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტია მზრდელისა (დაახლ. 303); მოწამისა დულა კილიკიელისა (305-313); ღირსისა დულე ვნებადამთმენისა, ეგვიპტელისა; ღირსისა იერონიმე სტრიდონელისა (420); ნეტარისა ავგუსტინესი, იპონიელი ეპისკოპოსისა (430); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსისა თეოდორე სიკეოტისა, ანასტასიოპოლელი ეპისკოპოსისა (დაახლ. IX); კეთილმორწმუნისა ლაზარესი, სერბეთის მთავრისა (1389); ეფრემისა, სერბეთის პატრიარქისა (1395-ის შემდეგ); მოციქულნი ფორტუნატი, აქაიაკოსი და სტეფანე - სამოცდაათთაგანნი (I); ღირსი ორსისი (ორტისი) ტაბენისელი (+380); წმინდა მღვდელმთავარი სპირიდონი, სერბეთის პატრიარქი (+1389); ყოველთა მოწამეთა, სერბეთში ქრისტესთვის ვნებულთა; ღირსი აბრაამ კლერმონელი (+480); წმინდა მოწამე გრაი, მახვილით განგმირული; წმინდა მოწამე ნერსესი; წმინდა მიქაელი, კიევისა და სრულიად რუსეთის პირველი მიტროპოლიტი (+992); წმინდა იონა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი, საკვირველმოქმედი (+1461); ღირსმოწამენი - გრიგოლი და კასიანე ავნეჟელები (+1392); წმინდა სვიმეონ ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი (+1421); მღვდელმოწამე ამოს ივანოვი, მღვდელი (+1919).

დღის ლოცვა
წინასწარმეტყველი ამოსის კონდაკი:
განწმედილ იქმენ სულითა, წინაისწარმეტყუელო, და განანათლე ელვარედ გული შენი, დიდებულო ამოს, ხოლო წინაისწარმეტყუელებისა მადლი ზეგარდამო მოიღე და კიდეთა შორის სოფლისათა ხმამაღლად ღაღადჰყავ: ესე არს ღმერთი ჩუენი და არა ესწოროს მას სხუა.
დღის საკითხავები
რომ. 3: 28-4: 3 (დას. 85). მთ. 7: 24-8: 4 (დას. 24).

რომ. III, 28 - IV, 3

28. რადგანაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ კაცი რწმენით მართლდება, რჯულის საქმეთა მიუხედავად.
29. ნუთუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც? რა თქმა უნდა, წარმართებისაც.
30. რადგანაც ერთია ღმერთი, რომელიც რწმენის გამო ამართლებს წინადაცვეთილთ, წინადაუცვეთელთ კი - რწმენით.
31. მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ მას.

1. რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე?
2. თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე.
3. ვინაიდან რას ამბობს წერილი? "ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ".


მთ. VII, 24 - VIII, 4
24. ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ გონიერ კაცს, რომელმაც კლდეზე დააშენა თავისი სახლი.
25. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ვერ დასცეს, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
26. და ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ, მე ვამსგავსებ უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე ააშენა თავისი სახლი.
27. მოვიდა წვიმა, მოვარდნენ მდინარენი, დაქროლეს ქარებმა და ეკვეთნენ ამ სახლს და დასცეს; და დიდი იყო დაცემა მისი.
28. და როცა დაასრულა იესომ სიტყვა, უკვირდა ხალხს მისი მოძღვრება.
29. ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი, და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

1. როდესაც ჩამოვიდა მთიდან, თან გაჰყვა დიდძალი ხალხი.
2. და, აჰა, მიუახლოვდა ერთი კეთროვანი, თაყვანი სცა და უთხრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.
3. გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე განიწმინდა იგი კეთრისგან.
4. და უთხრა მას იესომ: იცოდე, ნურავის ეტყვი; არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შესაწირავი, რომელიც დააწესა მოსემ მათთვის სამოწმებლად.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat