
მღვდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისა, უნგროვლახეთის მიტროპოლიტისა (1716);
ქალწულმოწამისა აკვილინასი (293);
ტრიფილე კვიპრელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 370);
ქალწულმოწამისა ანტონინასი (284-305);
ანტიპატროს ბოსტრელი ეპისკოპოსისა;
ღირსთა: ანასი (826) და ძისა მისისა იოანესი (IX);
ღირსი ანა ბითინიელი (+826); 10 000 მოწამე, მახვილით მოწყვეტილნი; წმინდა მოწამე დიოდორე ემესელი, ჯვარცმული;
ღირსი იაკობი, რომელიც ეშმაკმა მოატყუა და თაყვანი სცა ანტიქრისტეს;
ღირსი ალექსანდრა დივეევოელი (+1789);
ღირსი ანდრონიკე, მოსკოველი იღუმენი (+1395-1404) და მოწაფე მისი საბა (+1410); მღვდელმოწამე ალექსი არხანგელსკი, მღვდელი (+1918); მღვდელმოწამე დიმიტრი სმირნოვი, დეკანოზი (+1940); ღირსმოწამე მონაზონი პელაგია (ჟიდკო, +1944); ზაპოროჟიელი ახალმოწამეები და აღმსარებლები: მღვდელმოწამე მიქაელ შაფანოვი, დეკანოზი და მეუღლე მისი მოწამე სოფია (+1918); მღვდელმოწამე მათე ალექსანდროვი - (+1921); მღვდელმოწამე დიმიტრი იგნატენკო, დეკანოზი (+1935); აღმსარებელი მღვდელი ალექსი უსენკო (+დაახლ. 1937); მღვდელმოწამე სერგი (ზვერევი, არქიმანდრიტი, ელეცკიდან, +1937); მღვდელმოწამე მიქაელ ბოგოსლოვსკი, დეკანოზი (+1940); მღვდელმოწამე ვიქტორ კირანოვი (დეკანოზი, +1942); ალექსანდრე ილიენკოვი (+1943);
მღვდელმოწამე ვიქტორინუსი (III).
დღის ლოცვა
მოწამე აკვილინას კონდაკი:
ქალწულებისა შენისა სიკეთითა წინაისწარ განიწმიდენ სული შენი და მაღლისა მიმართ წამებისა მიისწრაფე, აკვილინა ყოვლადპატიოსანო, და სიყუარულითა სიძისა შენისა ქრისტესითა მოიწყალ, რომლისა წინაშე ანგელოზთა თანა მდგომარე ხარ მოხარული; მათ თანა დაუცხრომელად ევედრე ჩუენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ.: რომ. 8: 22-27 (დას. 98). მთ. 10: 23-31 (დას. 37).
ანთიმესი – მღვდელმოწამის საკითხავები (საზიაროთაგან).
რომ. VIII, 22-27
22. რადგანაც ვიცით, რომ მთელი ქმნილება ერთიანად გმინავს და წვალობს დღემდე.
23. და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, სულის პირველნაყოფის მქონენი, ასევე ვგმინავთ შინაგანად ღვთის ძეობისა და ჩვენი სხეულის ხსნის მოლოდინში.
24. რადგანაც ხსნილნი ვართ სასოებით, ხილული სასოება კი არ არის სასოება, ვინაიდან რა სასოება უნდა გქონდეს იმის მიმართ, რასაცა ხედავ?
25. ხოლო იმის მსასოოვარნი, რასაც ვერ ვხედავთ, მოთმინებით მოველით მას.
26. ასევე სულიც შეეწევა ჩვენს უძლურებას, ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.
27. ხოლო გულების მცდელმა იცის, როგორია ზრახვა სულისა, ვინაიდან იგია წმიდათა მეოხი ღვთის ნებით.
მთ. X, 23-31
23. და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა.
24. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი.
25. საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას.
26. მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
27. რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ.
28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.
29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.
30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.
31. მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.