ძველი სტილი
5 ივნისი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
18 ივნისი
სულთმოფენობის შემდგომ მეორე კვირის ოთხშაბათი. ხმა 8.
მარხვა მარხვა
მღვდელმოწამისა დოროთესი, ტვირელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 362); მოწამეთა: მარკიანესი, ნიკანდროსი, იპერიქესი, აპოლონისა, ლეონიდესი, არიოსისა, გორგისი, სელინისა, ერინისა და პამბოსი (305-311); ღირსისა თეოდორე სასწაულმოქმედისა (დაახლ. VI); ღირსისა ანუბისა, ეგვიპტელი მეუდაბნოისა (IV) წმინდა კეთილმსახური მთავრის, იგორ ჩერნიგოველისა და კიეველის (+1147) წმინდა ნაწილთა გადასვენება 1150 წელს; ღირსი კონსტანტინე, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად რუსეთისა (+1159); კეთილმსახური თავადი თეოდორე იაროსლავის ძე, ნოვგოროდელი (+1233); ხსენება ღირსთა ბასიანასა და იონასი, სოლოვეცელ საკვირველმოქმედთა (+1561); ღირსი აბბა დოროთე ღაზელი (+620); ღირსი დოროთე თებაიდელი (+395); მღვდელმოწამეთა: მიქაელისა (ვიტიაკოვი, +1931) და ნიკოლოზისა (რიურიკოვისა, +1943); ღირსი დოროთე ხილიოკომელი (XI); მოწამე მარკოზ სმირნელი (+1801); მოწამისა ქრისტეფორე რომაელისა; მოწამისა კონონ რომაელისა; ღირსი პეტრე კორიშელი (XIII); წმინდა ბონიფაციუსი, განმანათლებელი გერმანიისა (+754).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე დოროთეს, ტვირელი ეპისკოპოსის კონდაკი:
სათნოებითა და საღმრთოთა მოძღურებითა განბრწყინდი უფროის მზისა, და წამებითა ელვარე იქმენ, ნეტარო, და განანათლე ქუეყანაი, დოროთე, და განსდევნე ნისლი მრავალ ღმრთაებისა, და სიბოროტე მწვალებელთა; ამისთვისცა ხსენებასა შენსა ბრწყინვალედ ვდღესასწაულობთ.
დღის საკითხავები
რომ. 4: 13-25 (დას. 87). მთ. 7: 21-23 (დას. 23).

რომ. IV, 13-25

13. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს რჯულით როდი მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მემკვიდრე, არამედ რწმენის სიმართლით.
14. რადგან თუ მემკვიდრენი რჯულისაგან არიან, ამაოა რწმენა და ფუჭია აღთქმა.
15. ვინაიდან რჯული შეიქმს რისხვას, რადგან იქ, სადაც არ არის რჯული, არც დარღვევაა.
16. მაშასადამე, რწმენისაგან, რათა იყოს რწმენით და განმტკიცდეს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ: არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენგანის მამა.
17. როგორც დაიწერა: "მე დაგადგინე მრავალი ხალხის მამად" ღვთის წინაშე, რომელსაც ერწმუნა იგი, მკვდართა მაცოცხლებელსა და არმყოფთა ყოფად მხმობელს.
18. უსასოო სასოებით ერწმუნა, რათა გამხდარიყო მრავალი ხალხის მამა; როგორც ითქვა: "ასე იქნება შენი მოდგმა".
19. არ შერყევია რწმენა, თუმცაღა ას წელს მიტანებული ხედავდა, რომ მისი სხეული უკვე სიკვდილად იყო მიწურვილი და კვდებოდა საშოც სარასი;
20. არ შემკრთალა და არც ეჭვი შეჰპარვია ღვთის აღთქმაში, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება მიაგო ღმერთს.
21. რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.
22. ამიტომაც შეერაცხა მას სიმართლედ.
23. თუმცა მარტო მისთვის როდი დაიწერა, შეერაცხაო,
24. არამედ ჩვენთვისაც: დიახ, ჩვენც შეგვერაცხება, რომელთაც გვწამს ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა უფალი ჩვენი იესო,
25. რომელიც გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.


მთ. VII, 21-23
21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
22. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?
23. და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat