ძველი სტილი
4 ივნისი
სამშაბათი
ახალი სტილი
17 ივნისი
სულთმოფენობის შემდგომ მეორე კვირის სამშაბათი. ხმა 8.
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
მიტროფანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (დაახლ. 326); მოწამეთა: ფრონტასისა, სევერინესი, სევერიანესი და სილანესი (I); მოწამისა კონკორდისა (დაახლ. 175); მღვდელმოწამისა ასტისა, დურაჰის ეპისკოპოსისა (II); ღირსისა ზოსიმესი, ეგვიპტის ბაბილონელი ეპისკოპოსისა (VI);წმ. პეტროკ კორნუოლელი (+ 594) ; წმიდათა მენელსაცხებლეთა დედათა: მართასი და მარიამისი, მართალ ლაზარეს დათა; ღირსი მეთოდე, პეშნოშელი იღუმენი (+1392); ღირსი ალონ მეგვიპტელი (V); ღირსი მამანი: ელეაზარი, ნაზარი და ევმენე ოლონეცელნი (XV);წმინდა ეადფრითი, ლინდისფარნის ეპისკოპოსი (721); მღვდელმოწამისა პეტრესი (ბელიაევი, +1918); ღირსი სოფია თრაკიელი (XI); ნიკულიცელ მოწამეთა: ზოტიკესი, ატალოსისა, კამასიოსისა, ფილიპესი და მათ თანა ვნებულთა (+320); მღვდელმოწამე იოანე, მონაგრიის სავანის იღუმენი (+761).


დღის ლოცვა
მიტროფანეს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის კონდაკი:
სარწმუნოებაი ქრისტესი ცხადად და ხმამაღლად ჰქადაგე შენ, და წარმართთა სიმრავლენი მეცნიერებად ღმრთისა მოიყვანენ, და შერთე სამწყსო შენი ანგელოზთა თანა, ვინაცა აწ იხარებ ქრისტეს თანა, მიტროფანე, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დღის საკითხავები
რომ. 4: 4-12 (დას. 86). მთ. 7: 15-21 (დას. 22).

რომ. IV, 4-12

4. ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით.
5. იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება.
6. ასე დავითიც ნეტარს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი, საქმეთა მიუხედავად, შეურაცხავს სიმართლეს.
7. ნეტავი მათ, რომელთაც მიეტევათ ურჯულოებანი და დაეფარათ ცოდვანი.
8. ნეტავი მას, ვისაც უფალი არ შეურაცხავს ცოდვას.
9. მაგრამ ეს ნეტარება წინადაცვეთილობას ეკუთვნის თუ წინადაუცვეთელობასაც? რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ აბრაამს სიმართლედ შეერაცხა რწმენა.
10. როდის შეერაცხა? წინადაცვეთილობამდე თუ წინადაცვეთის შემდეგ? არა წინადაცვეთილობაში, არამედ წინადაუცვეთელს.
11. და მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ;
12. ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.


მთ.  VII, 15-21
15. ეკრძალეთ ცრუ წინასწარმეტყველთ, რომელნიც მოვლენ თქვენთან ცხვრის სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები.
16. თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
17. ასე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს, და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
18. არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
19. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
20. ასე რომ, თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ.
21. ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat