ძველი სტილი
7 ოქტომბერი
ორშაბათი
ახალი სტილი
20 ოქტომბერი
მე-20 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. ორშაბათი
ხსნილი ხსნილი
ღირსისა იოსებ ხუცისა, მოხევისა, სასწაულმოქმედისა (1763); მოწამეთა: სერგისა და ბაქოსი (290-303); მოწამეთა იულიანე ხუცისა და კესარი დიაკონისა (I); მოწამისა პელაგია ტარსიელისა (290); მოწამისა პოლიქრონი ხუცისა (IV);წმინდა მოწამე ოსითა ჩიჩელი (+700); ღირსისა სერგისა, მორჩილისა, პეჩორელისა, ახლო მღვიმელისა (დაახლ. XII); ღირსისა მამისა სერგისა, ნურომელისა (ვოლოგოდსკელისა, XIV); ხსენება მარტინიანე ბელოზერელისა; მღვდელმოწამისა ნიკოლოზისა, ყაზანელისა, პრესვიტერისა (+1942); წმინდისა მამისა იოანესი, მანჟურიის ეპისკოპოსისა (XIX); ღირსი მამანი: იოანე განდეგილი და მისი ოთხმოცდათვრამეტი თანამოღვაწე, კრეტელნი.

დღის ლოცვა
ღირსი იოსებ ხუცის, მოხევის, საკვირველმოქმედის
ტროპარი: ვარსკულავად ბრწყინვალედ აღმოხედ თხემსა ზედა მთისასა და სოფელი განანათლე საკვირველებათა მიერ და უცხოთა მოქალაქობითა შენითა შეერთე ბანაკსა უხორცოთასა, მამაო წმიდაო იოსებ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ქუეყანაი ვნებათაი დაუტევე და შორის ქართა და ყინელთა ადიდებდ ბეთლემს შინა შობილსა უფალსა, რომელი იხილა ბაგასა სულისა შენისასა და ანგელოზთა თანა ღაღადებდ: დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა.
დღის საკითხავი სახარება
ლიტ.: ფლპ. 2: 12-16 (დას. 241). ლკ. 7: 36-50 (დას. 33).
კათოლიკოს ამბროსის და ღორსო იოსების საკითხავები საზიაროთაგან.


ფილპ. II, 12-16.

12. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.
13. რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
14. ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
15. რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.


ლკ. VII, 36-50.
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;
38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.
39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.
40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!
41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;
42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?
43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.
44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.
46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.
47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.
48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.
49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?
50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
1166 წელს მეფე გიორგი III და მის მეუღლე ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat