ძველი სტილი
4 ოქტომბერი
პარასკევი
ახალი სტილი
17 ოქტომბერი
მე-19 შვიდეული შემდგომად მეერგასისა. პარასკევი
მარხვა მარხვა
მღვდელმოწამისა ევდემოზ I-ისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (1642) (დასაფლავებულია ანჩისხატის ტაძარში); მღვდელმოწამისა იეროთესისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი და ორთა ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი, 305-306); ღირსისა ამონისა (დაახლ. 350); ღირსისა პავლე უბრალოსი (IV); მოწამეთა დავიკტისა (დავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV); ხსენება წმინდისა გურისა, ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსისა და ბარსანოფისა, ტვერელი ეპისკოპოსისა (+1595); ხსენება კეთილმსახური მთავრისა, ვლადიმერისა, ნოვგოროდელი საკვირველმოქმედისა (+1052); ხსენება ელადისა და ონისიმესი, კიევ-პეჩორელთა, ახლო მღვიმელთა (XII-XIII) და ღირსთა: ამონ დაყუდებულისა და პიორისა, კიევ-პეჩორელთა, შორეულ მღვიმელთა (XIII); წმინდა სტეფანე (შილიანოვიჩი), სერბი თავადი, და მეუღლე მისი, წმინდა ელისაბედი (+1515); ხსენება მღვდელმოწამისა დიმიტრი ვოზნესენსკისა, პრესვიტერისა (+1918), მღვდელმოწამეთა: ნიკოლოზ ვერეშჩაგინისა, მიქაელ ტვერდოვსკისა, იაკობ ბობირევისა და ტიხონ არხანგელსკისა, პრესვიტერთა (+1937), წმინდისა აღმსარებლისა ქიონია არხანგელსკისა (+1945); ღირსი თეოდორე თამასელი (I-II); ღირსი იოანე ლამპადისელი, კვიპროსელი სასწაულმოქმედი (X); ხსენება წმინდისა თეოდორე პირველისა, ანტიოქიელი პატრიარქისა, აღმსარებლისა.

დღის ლოცვა
მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათონელი ეპისკოპოსის
ტროპარი:
სიტკბოება ისწავლე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა, და კეთილი გონება ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსენ ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქმელნი საიდუმლონი და სარწმუნოება დაიმარხე, და სწორი სრბა მისთანა აღასრულე, მამაო წმიდაო იეროთეოს, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:
ვითარცა გოდოლი მტკიცე ზახებასა მტერთას არა შეშინდი, არამედ საცთურთა შინებანი დაარღვიენ, რამეთუ ვითარცა ქვა პატიოსანი გორვიდი, მამაო, ვინაიცა მეუფე განგამხნობდა შენ და ცხოველმყოფელითა მარჯვენითა გვირგვინოსან-გყო, რომელსა ჩუენ ყოველთათვის ევედრე.

სხვა კონდაკი:
მღდელთავარსა ათინელთასა გაქებთ შენ, ვითარცა საკვირველად ბრძენთა შორის გამოჩინებულსა და გამოუთქმელთა საიდუმლოთა მხილველსა, და ღმრთისმეტყუელებად ღირს-ქმნილსა; ამისთვისცა ევედრე უფალსა, ყოვლადსანატრელო იეროთეოს, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოვლისა ჭირისაგან, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ღმრთივგანბრძნობილო.
დღის საკითხავი სახარება
ლიტ.: ფლპ. 1: 27-2: 4 (დას. 239). ლკ. 7: 31-35 (დას. 32).
მღვდელმოწამე ევდემოზის საკითხავები საზიაროთაგან.


ფილპ. I, 27 - II, 4.

27. მაგრამ ისე კი იცხოვრეთ, როგორც შეჰფერის ქრისტეს სახარებას, რათა, მოვალ და გიხილავთ, თუ შორს ვიქნები, მხოლოდ ის მესმოდეს თქვენზე, რომ ერთსულოვნად დგახართ და ერთობლივად იღვწით სახარების რწმენისთვის.
28. ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.
29. რადგანაც ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ვნებაც მისთვის,
30. იმავე ღვაწლით, რა ღვაწლიც ჩემში გიხილავთ და ახლაც გესმით, რომ ვიღვწი.

1. ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა,
2. აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი.
3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.
4. მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი, არამედ სხვებზეც იზრუნოს.


ლკ. 7: 31-35
31. და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი?
32. ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
33. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
34. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;
35. და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.


მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება და
ამაოა თქვენი რწმენაც" (1კორინთ. 15:14)
აღდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების მთავარი კითხვაა, რომლებიც ადამიანის მსოფლმხედველობას ეხება. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს.
საიტის პარტნიორები

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara� kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat