წმინდა ტიტე, ბოსტრის ეპისკოპოსი (IV) – 16 (29) ნოემბერი
წმინდა ტიტე, ბოსტრის ეპისკოპოსი (IV) – 16 (29) ნოემბერი
362 წლის 1-ელ აგვისტოს იმპერატორმა იულიანე განდგომილმა არაბული პროვინციის დედაქალაქის, ბოსტრის მცხოვრებთ გაუგზავნა წერილი და ქალაქელებს აიძულებდა ცრუ ბრალდების გამო გაედევნათ ტიტე ეპისკოპოსი. მაგრამ ისინი არ დაემორჩილენ იმპერატორს და თავიანთი მღვდელმთავრის ერთგულნი დარჩნენ. წმინდა ტიტე გამოირჩეოდა მართლმადიდებლობის ერთგულებით: მან მანიქეველთა მამხილებელი თხზულება დაწერა და ნიკეის კრების რწმენა დაიცვა ანტიოქიაში 363 წელს. წმინდა ტიტე მშვიდობით გარდაიცვალა იმპერატორ ვალენტის დროს.

სურათზე: ქალაქ ბოსტრის (ბოსრის) დასავლეთი კარიბჭე


ბეჭდვა
1კ1