წმინდა აღმსარებელი ჰორმიზდასი (V) - 03 (16) ნოემბერი
წმინდა აღმსარებელი ჰორმიზდასი (V) - 03 (16) ნოემბერი
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე სპარსეთის ერთ-ერთი პროვინციის მმართველის ვაჟი გახლდათ და ქრისტე ჭაბუკობაშივე მიიღო.

დაახლოებით 420 წელს მეფე იეზდიგერდთან დაასმინეს, - ჰორმიზდასი ქრისტიანიაო. ათასგვარი დაპირებისა და მუქარის მიუხედავად, ქრისტეს უერთგულა, რის გამოც უდაბნოში ჯარის გადასაადგილებლად განკუთვნილ აქლემთა პარსვა მიუსაჯეს და სამოსად ოდენ დაფხრეწილი ძონძები მიუყარეს.

კარგა ხნის შემდგომ მმართველმა ფანჯრიდან მთლად დამტვერილი და მზისგან დამწვარი ჰორმიზდასი იხილა და რადგან იმედოვნებდა, - გონს მოვიდოდაო, უხმო, თხელი ტილოს პერანგით შემოსა და უთხრა:

- ახლა, როდესაც შენი უაზრო ახირებისაგან გათავისუფლდი, იმედია, ხუროს ძეს უარყოფო!

საღმრთო მოშურნეობით აღვსილმა ჰორმიზდასმა კი ტუნიკა შემოიძარცვა, მეფეს სახეში მიახალა და მიაძახა: - რწმენას ტუნიკაში არ ვცვლიო!

მაშინ კი საბოლოოდ დაკარგა მოთმინება ხელმწიფემ და ჰორმიზდასი ასე დედიშობილა განდევნა ქვეყნიდან.

ნეტარი კი ვიდრე გარდაცვალებამდე სათნოეყოფოდა შემოქმედს თავისი ღვაწლით და სიქველით.

ბეჭდვა
1კ1