წმინდანის ფეხიდან დანით ამოუჭრიათ ნაწილები და წაუღიათ
წმინდანის ფეხიდან დანით ამოუჭრიათ ნაწილები და წაუღიათ
წმინდა ბასილი რატიშვილი
თედო ჟორდანია თავის ცნობილ "ქრონიკებში" (II ტ., გვ. 17) ყანჩაეთის ეტრატის სახარების აღწერისას, რომელიც, მისი აზრით, 1290-1300 წლებში უნდა გადაეწერათ, იხსენიებს კაბენის მონასტერსა და ღირსი ბასილის უხრწნელ სხეულს. "გეთსიმანიის ტაძარი არის, - წერს იგი, - აწ თითქმის დარღვეული, დიდის ხელოვნებით ნაგები, კაბენის ეკლესია, ქსნის ხეობაში, რატიშვილთა სასაფლაო. ეკვდერში ასვენია წმიდა გვამი ბასილისი. ეს ბასილი ყოფილა რატიშვილი. გიორგი რატიშვილმა და ადგილობრივმა მღვდლებმა მიჩვენეს ეს ეკვდერი და შიგ შემიყვანეს სანთლებით. ერთ სასაფლაოში ესვენა ჭილოფში შეხვეული გვამი. როდესაც ჭილოფი ავხადეთ, აღმოჩნდა, რომ სადაც ჭილოფი ეფარა, ის ნაწილები გვამისა სრულიად შეუშლელი იყო, თითქმის ფერიც არ ჰქონდა შეცვლილი ხორცს, ხოლო რომელიც ჭილოფით დაფარებული არ იყო, ის ნაწილები სხეულისა (თავი და ერთი მხარე ხელისა) განხრწნილა, მაგრამ თავის ქალას შესანიშნავი სითეთრე ჰქონდა. იქვე ახლო, კუთხეში, იდგა ბერის ქუდი, გარედან შავმაუდგადაკრული და შიგნით - აბრეშუმის თეთრსარჩულიანი. შიგნიდან საკვირველი ხელოვნებით იყო ნაკერი სარჩული, რომელზედაც ძაფებით დიდის გულდადებით გამოყვანილია სხვადასხვა გეომეტრიული სახეები, ფრიად მწვრილად. როგორც ამიხსნეს დამსწრეთა, ეკვდერი წინად დაკეტილი ყოფილა და როდესაც პირველად აუხსნიათ, უნახავთ სრულიად შეუშლელი გვამი ჭილოფში გახვეული ბერისა და მის გულზე დადებული ერთი ფურცელი ეტრატისა, რომელზედაც დაწერილი ყოფილა "შენდობის წიგნი". გიორგი რატიშვილმა, რომელიც დასწრებია პირველად ახდას ეკვდერისას, მიამბო, რომ შენდობის წიგნი იწყებოდა ამ ფრაზით: "შვილო ბასილ", - ხოლო ბოლოს ხელმოწერილი იყო "წილკნელის იოსების" მიერ. თუმცა ეკვდერი ისევ დაუხურავთ, მაგრამ ხალხი ხშირად დადიოდა თურმე წმინდანის სანახავად და ეკვდერს ღიას აგდებდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ გახრწნილი ნაწილი გვამისა ტურა-მელათაგან იქნება დაზიანებული. მწყემსები თურმე ბურთაობდნენ ზემოხსენებული ბერული ქუდით. ესრეთია ჩვენი დრო გონებრივ-ზნეობრივი განადგურებისა, გადაგვარებისა და გაველურებისა... ცხინვალს ახლო, მთაში, არის ქალების მონასტერი წმიდა საბასი, კლდეში გამოკვეთილი. ზემო სართულში გამოკვეთილია პატარა ეკლესია, სადაც დაცულია ყუთში ჩადებული სრულიად შეუშლელი ნაწილი - ფეხი წმინდანისა. მონასტერი და ეკლესია ღიად დაგდებულია, უთვალყუროდ. მე ჩემის თვალით ვნახე 1883 წლის ზაფხულს, რომ წმინდანის ფეხიდან დანით ამოუჭრიათ ნაწილები და წაუღიათ, ზოგს კი ხელით უგლეჯია. ესეც ნიშანი ჩვენი სულიერი გახრწნისა და დაცემისა! ღრმა და მრავალფეროვანია მიზეზი ჩვენის ზნეობრივი გაქარწყლებისა, მაგრამ ის კი ყველასთვის ცხადია, რომ ჩვენმა ზნეობრივმა გვამმაც თავიდან იწყო ლპობა და გახრწნა...

სულ ბოლოს, სახარებას აქვს შემდეგი მხედრული წარწერა XVIII საუკუნის ლამაზი ხელით: "ქ ოთხთავი: ესე წმიდაი განმანათლებელი: ადამისტომთ მე ბასილი: ა მს მან შევმოსე და მოვჭედე: ლოცვა ყავთ ჩემთვის ღმრთისათვინ". ქარაგმის ნიშნები "ა მს მან", ჩვენის აზრით, აღნიშნავს: "აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმან"... ბასილი აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი ისტორიამ არ იცის, მაგრამ პალეოგრაფიული ხასიათი წერისა და თვით ტექსტიც უეჭველად ეკუთვნის XVIII საუკუნეს და არა შემდეგ დროებას".

ჩვენ ვცადეთ მოგვეძია სხვა რამ წყარო წმინდა ბასილი რატიშვილზე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარში 1946 წლის ჩათვლით ღირსი ბასილის ხსენება არ იყო დაწესებული. ამ წმინდანის სახელი უწმინდეს კალისტრატეს მასში 1950 წლიდან შეუტანია (სამწუხაროდ, ვერსად მოვიძიე 1948 წლის საეკლესიო კალენდარი), ხოლო 1959 წელს უწმინდესისა და უნეტარესის მელქისედეკის რედაქტორობით გამოცემულ კალენდარში, ისევე როგორც 1950 წლისაში, ღირს ბასილის მიიჩნევენ XIII საუკუნის მამად, "რომელსაც მონღოლებთან ბრძოლის დროს ქართველი ერისა და ქრისტიანობის დაცვაში დიდი ღვაწლი მიუძღვის".

მამა ბასილი რატიშვილს ხშირად აიგივებენ ბასილი ათონელთან, რომელიც ღვთისმშობელმა წმინდა დემეტრე მეფის სამხილებლად გამოგზავნა. ეს ძალზე სადავოა - ჟამთააღმწერელი არსად ახსენებს ბასილი ათონელის გვარს, ესეც არ იყოს, რატიშვილები მხოლოდ რამდენიმე საუკუნით გვიანდელ საბუთებში იხსენიებიან... კარგი იქნებოდა მოგვეძებნა (თუ კიდევ შემორჩა) ღირსი ბასილის უხრწნელი სხეული, მერე კი იქნებ მისი "ცხოვრებაც" გამოჩენილიყო... ჩვენდა სანუგეშოდ ვიტყვი: სანამ 1902 წელს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" არ აღმოაჩინეს და მისი მოღვაწეობის წლები არ გაირკვა, მანამდე კალენდრის შემდგენლებს წმინდა გრიგოლი სხვა საუკუნეებში მცხოვრები მამა ეგონათ...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat