სვეტიცხოვლის ტაძარში დიდხანს ავედრებდა თურმე უფალს საქართველოს გადარჩენას
სვეტიცხოვლის ტაძარში დიდხანს ავედრებდა თურმე უფალს საქართველოს გადარჩენას
წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი
12 დეკემბერს საქართველოს ეკლესია წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელს მოიხსენიებს. ნეკრესელი ეპისკოპოსი აბიბოსი ერთ-ერთი იყო იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებიც VI საუკუნეში ღვთისმშობლის მოწოდებით ჩამოვიდნენ საქართველოში ღირსი იოანე ზედაზნელის მეთაურობით. "ღვთისსათნონი, ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი, სავსე ნელსაცხებელთა, ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოსნი", - ამ სიტყვებით ამკობს მემატიანე საქართველოს განმანათლებელ წმინდა ასურელ მამებს, რომელთა სახელსაც უკავშირდება ბერ-მონაზვნური ინსტიტუტის დაფუძნება და მონასტრული წესის დამკვიდრება ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში.

ასურელ მამებს პირველი მონასტერი საქართველოში ზედაზნის მთაზე დაუარსებიათ, სადაც იოანე ზედაზნელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად. თავიდან მათ შორის ყოფილა წმინდა აბიბოსიც. მოგვიანებით კი, ევლავიოს კათალიკოსის და წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, იოსებთან, სტეფანესა და ზენონთან ერთად, მამა აბიბოსი კახეთში გადასულა სამოღვაწეოდ. წმინდანი ნეკრესს ჩასულა მოციქულებრივი ღვაწლის აღსასრულებლად. იგი დაუღალავად იღვწოდა თავის ეპარქიაში, რომ იმხანად დამკვიდრებულ ცეცხლთაყვანისმცემლობას ჭეშმარიტი სარწმუნოებით შებრძოლებოდა. ერთხელ, როდესაც ნეკრესელი მღვდელმთავარი შეესწრო, თუ როგორ აიძულებდნენ მოგვები ქართველებს ცეცხლის თაყვანისცემას, ვეღარ მოითმინა, წარმართული რიტუალის დროს ცეცხლს წყალი დაასხა და ჩააქრო. განრისხებულ მოგვებს ამის გამო წმინდა მამა შეუპყრიათ და ნაცემ-ნაგვემი, ცოცხალმკვდარი ჩაუგდიათ დილეგში.

წმინდა აბიბოს ნეკრესელი შავი მთის სასწაულმოქმედის, ღირსი სვიმეონ მესვეტის მეგობარი იყო, რომელსაც ღვთისგან ეუწყა მისი წამებისა და დაპატიმრების შესახებ და მღვდელმთავრისთვის გასამხნევებლად თავისი კვერთხი და ევლოღია გამოუგზავნია. ეპისტოლესა და ძვირფას საჩუქარს ძლიერ გაუხარებია და სულიერად განუმტკიცებია მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის თავდადებული ნეკრესელი ეპისკოპოსი. ქართველ სასულიერო პირებს გათავისუფლებაც შეუთავაზებიათ წმინდა აბიბოსისათვის, მაგრამ მას არ მიუღია ეს წინადადება. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში დიდხანს ავედრებდა თურმე უფალს საქართველოს გადარჩენასა და ჭეშმარიტი სარწმუნოების განმტკიცებას. სიკვდილის წინ უთხოვია, წმინდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ. სულიერი ძმის მოკითხვითა და ლოცვის ძალით გამხნევებული მღვდელმოწამე რეხში შეხვედრია სპარსეთის მარზაპანს, რომელსაც სამსჯავროზე წარმდგარი ნეკრესელი ეპისკოპოსისთვის მრისხანედ უკითხავს: "რაისთვის მოგვიკალი ჩვენი ღმერთი", რაზედაც ნეტარ აბიბოსს მშვიდად უპასუხნია: "მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე, ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, რომლისგანაც შედგება ღვთის მიერ შექმნილი სამყარო, ცეცხლი, რომელიც შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი მასზე ძლიერი აღმოჩნდაო". განრისხებულ სპარსელებს ქვით ჩაუქოლავთ წმინდა მამა და უპატიოდ დაუდგიათ ქალაქგარეთ ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად. შუაღამისას ბერ-მონაზვნებს მოუპარავთ წმინდა მღვდელმოწამის ცხედარი და სამთავისის მონასტერში დაუკრძალავთ, სადაც მრავალი სასწაული და სარწმუნოებრივი კურნება მომხდარა. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის, დროს, კათოლიკოს თაბორის კურთხევით, წმინდა აბიბოს ნეკრესელის უხრწნელი ნაწილებისთვის მცხეთის სამთავროს მონასტერში, წმინდა ტრაპეზის ქვეშ მიუჩენიათ სამუდამო განსასვენებელი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat