წმინდა მღვდელმთავარი ექვთიმე ტირნოვოელი, პატრიარქი ბულგარეთისა - 20 (02.02) იანვარი
წმინდა მღვდელმთავარი ექვთიმე ტირნოვოელი, პატრიარქი ბულგარეთისა -    20 (02.02) იანვარი
წმინდა ექვთიმე 1325 წელს დაიბადა ტირნოვოში, დიდებულთა ოჯახში. 1350 წელს მონაზვნად აღიკვეცა კელიფერევოს მონსტერში, რომელიც ახალი დაარსებული ჰქონდა ღირს თეოდოსის, რომელმაც ბულგარეთში ისიხასტთა სწავლება შემოიტანა. აქ წმინდა ექვთიმე დამოძღვრეს ღირსი გრიგოლ სინელის სულიერი ცხოვრების პრინციპების მიხედვით. ამ მონასტერში დაუმეგობრდა ის წმინდა კვიპრიანეს, ქალაქ კიევის მომავალ მიტროპოლიტს. ექვთიმე იმდენად გამოირჩეოდა სათნოებებით, რომ მას მონასტრის სალარო ჩააბარეს.

1363 წელს იგი თან ახლდა თავის სულიერ მოძღვარს მამა თეოდოსის, რომელიც კონსტანტინოპოლში ჩავიდა. აქ ის თბილად მიიღო პატრიარქმა კალისტოს პირველმა, რომელიც მამა თეოდოსის მოწაფე იყო. ღირსი თეოდოსი კონსტანტინოპოლში გარდაიცვალა. ამის მერე წმინდა ექვთიმემ რაღაც დროით წმინდა მამანტის მონასტერში და სტუდიელის სავანეებში იცხოვრა. შემდეგ კი ათონზე დიდ ლავრაში მივიდა, სადაც წმინდა კვიპრიანეს შეხვდაა. ლავრიდან კი ზოგრაფის მონასტრის ახლოს კოშკში გადავიდა და იქ განმარტოებით ცხოვრობდა. ჩოტა ხნის მერე კი დაუსაბუთებული ბრალდებით, თითქოსდა უარი უთხრა იმპერატორ იოანე V პალეოლოგოსს ძვირფასი ნივთების გადაცემაზე და იგი კუნძულ ლემნოსზე (1371) გადაასახლეს. ერთი თვის შემდეგ უკან გამოიხმეს, წმინდა ექვთიმე ტიროვოში დაბრუნდა.

ღირსი მამა ქალაქიდან შორს, მღვიმეში დასახლდა და განაგრძო მოსაგრე ცხოვრება, თან ბერძნულიდან თარგმნიდა და გადაწერდა წიგნებს. მალე მასთან ბევრი ღვთის მაძიებელი ადამიანი მივიდა. მაშინ მან მეფე იოანე შიშმანის დახმარებით, თავისი მოწაფეებისთვის წმინდა სამების სახელობის მონასტერი დააარსა. მისი მოღვაწეობის წყალობით ეს სავანე ისიქაზმის გავრცელების ცენტრად იქცა.

ღირსმა მამამ წმინდა ისიქაზმის პრინციპები შეიტანა ერესების წინააღმდეგ თავის დოგმატურ თხუზულებებში.
მისი სახელი იმდენად იყო ცნობილი, რომ 1375 წელს ერთხმად აირჩიეს ტირნოვოს პატრიარქად. წმინდა ექვთიმე გაორმაგებული ენერგიით შეუდგა ეკლესიის სულიერი ცხოვრების განახლებას და ფეხზე დაყენებას. იბრძოდა ზნეობის სიწმინდისთვის, ანუგეშებდა სნეულებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. თუმცა მისი შრომის ნაყოფი თურქებმა გაანადგურეს, რომელთაც ბულგარეთი დაიპყრეს.
1393 წელს ტირნოვოს სამთვიანი ალყის დროს პატრიარქი ხელმძღვანელობდა ქალაქის დაცვას. როცა სულთანმა ბაიაზეთ I-მა ქალაქი აიღო, ყველა ცნობილი ადამიანის დასჯა გადაწყვიტა. პატრიარქი მასთან მივიდა, რათა თანამემამულეთა ნაცვლად მომკვდარიყო. სახალხო აჯანყების შიშით თურქებმა დაინდეს იგი თრაკიაში, ფილიპოლოსის ახლოს, ბაჩკოვოს მონასტერში გადაასახლეს. ატირებული ხალხის ცრემლები თან გაჰყვა პატრიარქს.

წმინდა ექვთიმე გადასახლებაშიც განაგრძობდა მოსაგრეობას და ადგილობრივი სამრევლოს დამოძღვრას. თვით თურქეთის მძიმე უღელის ქვეშ ეს მონასტერი ქრისტიანობის კულტურის ახალ ცენტრად მთარგმენელობითი საქმიანობის კერად გადაიქცა, რომელიც გაგრძელდა წმინდა ექვთიმეს გარდაცვალების შემდეგაც. წმინდა ექვთიმეს და ტირნოვოს სკოლის გავლენა ბულგარეთის საზღვრებს გასცდა. წმინდა ექვთიმე ტირნოვოს ბოლო პატრიარქი იყო. შემდგომში ბულგარეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდა, ვიდრე 1945 წელს არ აღდგა ბულგარეთის საპატრიარქო.

წმინდა ექვთიმეს წმინდა ნაწილები 1905 წელს მოიპოვეს ბაჩკოვოს მონასტერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat