წმინდა იაკობ მმარხველმა (ხსენება 4 მარტს) თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ უდიდეს სასწაულებს იქმოდა: ავადმყოფებს კურნავდა, ეშმაკებს განდევნიდა, მკვდრებს აღადგენდა.
მაგრამ ერთხელ, შუაღამისას, მისი კელიის კარებზე ქალმა დააკაკუნა და ღამის გასათევი სთხოვა, უდაბნოში გზა ამერიაო. შეეწყალა ბერს, მხეცებმა არ დაგლიჯონო და შეუშვა, თვითონ კი მეორე ოთახში გავიდა. გულისთქმები შეებრძოლნენ. შემოვიდა ქალთან. შიშველი დაუხვდა. ღირსი იაკობი ქალთან დაეცა. როცა ერთი ცოდვა ჩაიდინა, მეორე უარესი დაუმატა - იმის შიშით, რომ ეს ცოდვა არ გამჟღავნებულიყო და მონაზვნების გასაკიცხი არ გამხდარიყო, ქალი მოკლა. გონს მოსულმა და სასოწარკვეთილმა მიატოვა კელია და სოფელში გაიქცა. გზად მეუდაბნოე მამა შეხვდა, რომელმაც, როცა შეიტყო მისი ამბავი, ანუგეშა, ღმერთს ზღვა გულმოწყალება აქვს და ნუთუ მარტო შენ არ გეყოფაო. ბერმა იგი ერთ მღვიმეში მიიყვანა და იქ ურჩია დაყუდება. დაჰპირდა, საკვებს მოგიტან ხოლმეო. ოცი წელი მღვიმიდან გამოუსვლელად იმოღვაწა წმინდა იაკობმა და უფალმა აპატია ცოდვები.
საშინელი გვალვა ჩამოვარდა. იმ მხარის ეპისკოპოსს ძილში უფალი გამოეცხადა და უთხრა, - მღვიმეში დაყუდებული ბერის ლოცვებით მოგეცემათ წვიმაო. ეპისკოპოსი ხალხთან ერთად მღვიმეს მიადგა. ბერმა - "თქვენ შეცდით, მე დიდად ცოდვილი ვარ და უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათო". "ნუ აღუდგები ღვთის ნებას, - სთხოვა ეპისკოპოსმა, - ილოცე ჩვენთვის". როცა წმინდანმა ლოცვა დაიწყო, ძლიერ გაწვიმდა, მაშინ მიხვდა ღირსი იაკობი, რომ შეუნდო ღმერთმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი