ქსენოფონტის მონასტრის ბერს მამა ალოპის განმარტოებით ყოფნა და ლოცვა უყვარდა. უცნაური რამ დასჩემდა - ლოცვისას სხეული უკანკალებდა, მის გარშემო ადამიანები თრთოდნენ, კანდელები, სკამები - ყველაფერი ირყეოდა. მღვდელნი "ეშმაკის განდევნის" ლოცვას უკითხავდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
მამა ალოპი უკვე რამდენიმე წელია განუწყვეტლივ კითხულობდა იესოს ლოცვას და მისი შეწყვეტა არ შეეძლო. კელიაში, საერთო ტრაპეზზე, ტაძარში კანკალებდა თვითონაც და არყევდა სხვებსაც.
ლამის სასოწარკვეთილ ქსენოფონტის ბერებს გაახსენდათ მამა დანიელი. მონასტრის იკონომოსი მამა ამბერკი მამა ალოპისთან ერთად გაეშურა კატუნაკისკენ. მამა დანიელი ცალკე ესაუბრა მამა ალოპის:
-მამაო, თუმცა შენი მოძღვარი არ ვარ, მაგრამ აუცილებელია დაწვრილებით ვიცოდე შენი სულიერი ცხოვრება. მითხარი, როდის აკანკალდი პირველად ლოცვისას?
-იმ ღამეს მონასტრის ახლოს ეკვდერში ვლოცულობდი, - უთხრა მამა ალოპიმ, - უეცრად კარზე ურდული ახმაურდა. შემეშინდა, შემაჟრჟოლა. შემდეგ ბრახუნი ატყდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეშმაკი იყო და ლოცვა განვაგრძე. მაგრამ ხმაური მატულობდა. არა მარტო კარები, არამედ ეკვდერიც ირყეოდა და სხეულსაც მირყევდა. მას შემდეგ ლოცვას როცა ვიწყებ, მეც და გარშემო ყველაფერიც ყანყალებს.
მამა დანიელი ღრმად ჩაფიქრდა. წუთის შემდეგ ღვთივგანბრძნობილმა ჰკითხა:
-მამა ალოპი, მითხარი, რა იფიქრე მაშინ, როცა პირველად გაიგონე კარზე კაკუნი და მიხვდი, რომ ეშმაკისგან იყო, რა გრძნობები სუფევდა შენს სულში - შიში, კრძალვა... ან იქნებ სხვა რამ?
მამა ალოპიმ დაწვრილებით აღუწერა თავისი მდგომარეობა. როცა ეშმაკებმა დააკაკუნეს, მას უფიქრია: "დაე, აბრახუნონ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან, ანტონი დიდსაც ასე ებრძოდნენ, მეც ხომ მისებრ ვიღვწი. ჩემი სხეული მადლისაგან კანკალებს თუ ეშმაკის შურით, ლოცვას მანამ არ შევწყვეტ, სანამ ეშმაკს არ შევარცხვენო".
ჩაფიქრდა ღირსი დანიელი და მოკრძალებით და სიყვარულით განკურნა მამა ალოპი.
-ამის შემდეგ თავმდაბლობით და სინანულით აღმოთქვი იესოს ლოცვა. იგრძენი, რასაც ამბობ, განიმსჭვალე იმის შეგნებით, რომ ცოდვილი ხარ, რომელიც ღმერთმა უნდა განიკითხოს. შენი კანკალი ეშმაკისგანაა და თუ კიდევ განგიმეორდება, ქრისტეს სთხოვე, გიშველოს. მხოლოდ ასე მოიპოვებ ზეციურ წყალობასო, - უთხრა.
მამა ალოპიმ დაუჯერა დიდ მოძღვარს, ილოცა თავმდაბლობით და სინანულით. როგორც ამბობენ, მამა ალოპიმ ისეთ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ თვითონაც კურნავდა ეშმაკის მახეში გაბმულებს.
იხილეთ სრულად: ღირსი დანიელ კატუნაკელის ცხოვრება
იხილეთ სრულად: ღირსი დანიელ კატუნაკელის ცხოვრება იხილეთ სრულად: ღირსი დანიელ კატუნაკელის ცხოვრება
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი