უფლის უწმინდესი სისხლისა და ხორცის მიღებისას ყრმა ანდრია ამეტყველდა
უფლის უწმინდესი სისხლისა და ხორცის მიღებისას ყრმა ანდრია ამეტყველდა
წმინდა მღვდელმთავარი ანდრია ქალაქ დამასკოში დაიბადა. ბავშვი მუნჯი იყო. შვიდი წლისა მშობლებმა საზიარებლად წაიყვანეს. უფლის უწმინდესი სისხლისა და ხორცის მიღებისას ყრმას ბაგე აეხსნა და ამეტყველდა. ამ სასწაულმა ყველა შეძრა. მან ცხადად გამოაჩინა წმინდა ზიარების ძალი და მადლი და თითქოს ანდრიას მომავალიც იწინასწარმეტყველა.

კეთილგონიერმა მშობლებმა პატარა ანდრია ღვთისმეტყველების მასწავლებლებს მიაბარეს, თოთხმეტი წლისა კი იერუსალიმში ჩაიყვანეს და უფალს მიუძღვნეს. იერუსალიმის პატრიარქმა ყმაწვილი თავის სამწყსოში ჩარიცხა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი, როცა მის განათლებასა და გონიერებაში დარწმუნდა, ნოტარიუსობა (მდივნობა) დაავალა.

ღვთივსათნო ცხოვრებით, მოთმინებითა და სიმდაბლით წმინდა ანდრიამ პატრიარქსა და მის კრებულს თავი შეაყვარა.

680 წელს, იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის ზეობისას, კონსტანტინოპოლში მონოთელიტთა ერესის წინააღმდეგ ეკლესიის მამათა მეექვსე მსოფლიო კრება გაიმართა. იერუსალიმის პატრიარქმა კონსტანტინოპოლში გამგზავრება ვერ მოახერხა, რადგან ქალაქი იმხანად მუსულმანების ხელში იყო. უწმინდესმა თეოდორემ კრებაზე თავის ნაცვლად წმინდა ანდრია გაგზავნა, რომელიც იმ დროისთვის უკვე მთავარდიაკონის ხარისხში იყო აყვანილი.

სულიწმინდის მადლით ავსებულმა ანდრიამ მსოფლიო კრების ღირს მამათა და თვით იმპერატორის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მათ დაინახეს არა მხოლოდ მისი წიგნისმიერი სიბრძნე და დოგმატების ღრმა ცოდნა, არამედ მისი წმინდა და ღვთივსათნო სულიც განჭვრიტეს. ქრისტეს ერთგული მხედარი თამამად აღუდგა წინ ერეტიკოსებს და დიდად დაეხმარა ეკლესიის წმინდა მამებს მათ დამარცხებაში.

კრება რომ დასრულდა, წმინდა ანდრია იერუსალიმში დაბრუნდა და თავისი საქმე განაგრძო. მას პატრიარქისგან ობოლთა, მწირთა და ავადმყოფთა მსახურება ჰქონდა დავალებული. ისე გულითადად და მონდომებით აღასრულებდა ამ საქმეს, თითქოს თვით მაცხოვარს ემსახურებოდა.

იმპერატორ იუსტინიანე მეორის ზეობისას წმინდა ანდრია მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს და კუნძული კრეტა ჩააბარეს სამწყსოდ. სასანთლეზე დამდგარმა ღვთის სანთელმა ქრისტეს ნათელით განაბრწყინა ეკლესია, თავისი მოსაგრე ცხოვრებით, ღვთივსულიერი სწავლებით განაძლიერა სამწყსო. ქრისტეს მხედრის შიშით ძრწოდნენ ეშმაკნი და ერეტიკოსნი. არა ოდენ უხილავ, არამედ ხილულ მტრებსაც განიოტებდა თავისი წმინდა ლოცვით.

ერთხელ კრეტას თავს სარკინოზები დაესხნენ. მტერმა ალყაში მოაქცია ქალაქი დრუმეოსი, სადაც სამწყსოსთან ერთად თავი შეეფარებინა წმინდა მღვდელმთავარს. არაბები დიდხანს იბრძოდნენ ქალაქის ასაღებად, მაგრამ ბოლოს ოტებულ იქმნენ ქრისტეანთა იარაღით, ხოლო უფროის - წმინდა მღვდელმთავრის ცრემლითა და ლოცვით, ქვედამხობილი, სამწყსოსთან ერთად რომ აღუვლენდა უფალს. მისი ლოცვა, ვითარცა ისარი, მოწყლავდა მტერს და ბოლოს მანაც სირცხვილეულმა დატოვა კრეტა.

ძალმოსილი იყო წმინდა ანდრიას ლოცვა. ოდენ მისი ხელის ღვთისადმი აღპყრობით კრეტას აწვიმდა და ნაყოფიერს ჰყოფდა მის ნიადაგს.

ღირსმა მღვდელმთავარმა მრავალი ღვთივსულიერი საგალობლით განაშვენა ქრისტეს ეკლესია. მისი შექმნილია სინანულის დიდი კანონი, რომელიც ნაწილ-ნაწილ იკითხება დიდი მარხვის პირველი კვირის დღეებში მწუხრზე და მთლიანად - მეხუთე კვირის ხუთშაბათს, ცისკარზე. მასვე ეკუთვნის ჩვენამდე მოღწეული ოცამდე საეკლესიო-სამოძღვრებო შინაარსის ქადაგება.

ერთხელ ეკლესიის საქმეთა გამო წმინდა ანდრია კონსტანტინოპოლში გაემგზავრა. მისი საუბრებითა და ქადაგებებით მოიხიბლა სამეუფო ქალაქი, მრავალი ღვთის მაძიებელი სული მიილტვოდა წმინდა მღვდელმთავრისკენ.

უკან დაბრუნებისას წმინდა ანდრიამ აღსასრულის მოახლოება იგრძნო და თავის ქრისტესმიერ მეგობრებს საუკუნოდ გამოემშვიდობა. ხომალდმა კუნძულ მიტილენეს რომ მიაღწია, მღვდელმთავარი ავად გახდა და იქ, ერთ დაბაში, იერისოს რომ ეძახდნენ, ჩააბარა სული თვისი უფალს.

წმინდა ანდრია დედაეკლესიამ შერაცხა იმ წმინდა მღვდელმთავართა შორის, რომლებიც წარდგნენ ყოვლადწმინდა სამების ზეციური საყდრის წინაშე და ადიდებენ ყოვლის შემოქმედს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat