წმინდა საკვირველმოქმედი ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული - 85 წლისა - გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მრავალი ადამიანი დაესწრო. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქ მირონის საკათედრო ტაძარში. წმინდანის უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს.
მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრება ხდებოდა მის კუბოსთან. ამის შესახებ ამბები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და იწყო დენა მლოცველთა ტალღამ ტაძრისაკენ.
1086 წელს თურქებმა ააოხრეს ბერძნული ქალაქები და სოფლები, დაესხნენ ლუკიის მხარეს და სხვა ქალაქების მსგავსად მირონიც გაძარცვეს. მისი მაცხოვრებლების ნაწილი დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. ის ეკლესიაც გაიძარცვა, სადაც წმინდა ნიკოლოზის სათნო ნაწილები იყო დასვენებული. ჟამთააღმწერელ თეოფანეს მიხედვით, ერთმა თურქმა ჰუმეიდმა გადაწყვიტა წმინდანის აკლდამის გატეხვა, მაგრამ მხოლოდ წმინდა ნიკოლოზის აკლდამის გვერდით არსებული სამარხის გატეხვა შეძლო. როგორც კი წმინდანის ლუსკუმისკენ გაეშურა, ატყდა ჭექა-ქუხილი და დაილეწა გემები. ჰუმეიდი შიშისაგან იქაურობას გაეცალა.
ამ დროს გამოეცხადათ ქრისტიანებს წმინდა ნიკოლოზი და უთხრა:
- გადაიტანეთ ჩემი ნაწილები ქალაქ ბარიში, რადგან ღმერთს არ სურს მათი ამ ქალაქში დატოვება.
ბარელებმა დიდად გაიხარეს ამ ამბით. დაუყოვნებლივ აღჭურვეს სამი გემი, რითაც მღდველმსახურნი გაემგზავრნენ მირონში მორწმუნეებთან ერთად. ლუსკუმის გახსნისას ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. ჩაასხეს ისინი ჭურჭლებში, დაასვენეს გემზე წმიდა ნაწილები და ბარიში გამოემგზავრნენ. ეს მოხდა 1087 წლის 9 მაისს (ახალი სტილით - 22 მაისს). წმიდა ნაწილები წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. მაშინვე იწყო სასწაულების მოხდენა. ბევრი კოჭლი, ბრმა და ხეიბარი განიკურნა მათთან შეხებით. ასეთი სასწაულებით გაოცებულმა ბარელებმა იწყეს ღვთის სათნო ნიკოლოზის ნაწილებისთვის ძვირფასეულობის შეწირვა და ჩაუყარეს საფუძველი ახალ დიდ ეკლესიას წმინდანის სახელზე. სამი წელი შენდებოდა ეკლესია, შემდეგ გააკეთეს ახალი ლუსკუმა, შეამკეს, გაამშვენეს ძვირფასი თვლებით, გადმოასვენეს იგი ახალ ტაძარში საკურთხევლის მხარეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს. მირონით სავსე ძველი ლუსკუმა ცხედრის მცირე ნაწილით ტაძრის შუაგულში დაასვენეს მლოცველთა თავყანსაცემად. ორივე ეს გადმოსვენება 9 მაისს (22 მაისს) მოხდა.
წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და წმინდანიც მსწრაფლ შეეწევა. წმიდა სასწაულთმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ კურნების უშრეტი წყაროა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს.
ტროპარი:
კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
შეგვეწიოს წმინდა მღვდელმთავრის მადლი! ამინ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი