წმინდანად შერაცხული პატრიარქი, რომელმაც საკუთარი ცხოვრებით შექმნა ჯვარი
წმინდანად შერაცხული პატრიარქი, რომელმაც საკუთარი ცხოვრებით შექმნა ჯვარი
წმინდანად შერაცხული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ერის ზნეობრივ სახეს ქმნიან და რომელთაც ღმერთი მოუვლენს ხოლმე ამ ცოდვილ ქვეყანას, რათა შეგვახსენოს, რომ წარმავალის გარდა, მარადიული და წარუვალი ღირებულებებიც არსებობს და სათნოებათა გამოუთქმელ სილამაზეს ცოცხალი მაგალითებით გვიზიარებს. "ნეტავი იმას, - ამბობს ერთი ბრძენი, - ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის, არამედ თავისი სახელის მხოლოდ ხსენებითაცო". ეს სიტყვები თამამად შეიძლება ითქვას წმინდა კირიონ II-ზეც.

ბევრს შეუძლია, მაღალფარდოვნად ილაპარაკოს მართლმადიდებლობაზე, უფალზე, რომელმაც კაცობრიობა ცოდვის ტყვეობიდან საკუთარი სისხლით გამოისყიდა, ეკლესიასა და მის დანიშნულებაზე, სულის ცხონებაზე, მაგრამ საქმით სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდეს. ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება დიდად ჭირს, რადგან იგი ზნეობრივ სრულყოფას გულისხმობს, ზნეობრივი სრულყოფა კი - ტანჯვის დათმენას. უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ბრძანებს: "ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს".

სწორედ ასეთი ადამიანი იყო წმინდა კირიონ II. სასულიერო ცხოვრების დასაწყისიდანვე აითვალწუნა ის რუსულმა ხელისუფლებამ, რადგან ხედავდა, რომ წმინდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. ამიტომ იყო, რომ მთავრობას ეპისკოპოსი ხშირად გადაჰყავდა სხადასხვა ეპარქიაში.

წმინდა კირიონის დევნა-შევიწროება უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. წმინდა კირიონი კი მასზე დაშვებულ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: "ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია? სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია". მას ერისკაცობაშიც დაატყდა თავს უდიდესი განსაცდელი: მოულოდნელად დაეღუპა ცოლ-შვილი. თუმცა სასოწარკვეთამ ვერ სძლია. აქაც ღვთის რწმენა დაეხმარა და ბერად აღიკვეცა...

მეფის რუსეთმა სამშობლოში მოღვაწეობა აუკრძალა. წმინდა კირიონი საქართველოში მყოფ მეგობარს ასეთ წერილს სწერდა: "კაცის სიცოცხლეში სამი შესანიშნავი ხანაა: დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი. პირველს უნებლიეთ ორივე მოსდევს, ვერა ხორციელი კაცი ამ კანონს ვერ ასცდება. როგორც კაცს ნება არ აქვს, დაჰგმოს თავისი დაბადების დღე, აგრეთვე არ უნდა დაემდუროს ცხოვრების ჩარხისაგან მისთვის მინიჭებულ ბედს... ჩემთვის მარად საღმრთო იქნება ის ლტოლვილება, რომელსაც მივესწრაფოდი. ჩემ სიცოცხლეში ჩემი წარმატებისთვის არ მიზრუნია: არც ოქრო იზიდავდა ჩემს გულს და არც ჯილდო. პირადი ჩემი ინტერესები დიდი ხანია უარვყავ. ბევრი უსამართლობა გამომივლია, მაგრამ თანაგრძნობისათვის არავისთვის თავი არ შემიწყევინებია. მტრებისთვის სამაგიერო არ გადამიხდია, თუმცა შემეძლო და გარემოებაც ხელს მიწყობდა. დეე, დროებით იპარპაშონ ცბიერებამ, ორპირობამ და დამბეზღებლობამ; დადგება დრო, უსამართლობა დაითრგუნება, მოისპობა პირისაგან ქვეყნისა და ჭეშმარიტება გამეფდება. მხოლოდ მოთმინება უნდა, მოთმინება, - თუმცა საქმე თავად მაინც არ გაკეთდება, ქადები ციდან არ ცვივა. უფალმა ბრძანა: "ეძიებდით და ჰპოვებდითო. ძიება არის შრომა ხანგრძლივი და თავდადებული".

მართლაც, მისმა ხანგრძლივმა და თავდადებულმა შრომამ გამოიღო ნაყოფი - 1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს ავტოკეფალია. იმავე წლის 1 ოქტომბერს კი თბილისში ჩატარებულმა საეკლესიო კრებამ კათოლიკოს-პატრიარქად ეპისკოპოსი კირიონი აირჩია. თუმცა ამით მღვდელმთავრის დევნა არ დასრულებულა. საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისთვის მებრძოლი პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიისა და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე დახოცეს.

ბოროტების უპირველესი სამიზნე ის წმინდა ადამიანები იყვნენ, რომელთაც დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ხალხში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობლის წმინდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს. დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, მუქარა... და 1918 წლის 26 ივნისს წმინდა კირიონ კათოლიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.Aასე დასრულდა მიწიერი ცხოვრება ღვთის იმ ჭეშმარიტი მოსაგრისა, რომელმაც მართლაც შექმნა ჯვარი საკუთარი ცხოვრებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat