"ცხოვრება ხელიდან გეცლება და სინანულს არ ემატება"
"ცხოვრება ხელიდან გეცლება და სინანულს არ ემატება"
წმინდა ეფრემ ასური სინანულის შესახებ გვასწავლის: "თავის თავის გლოვა და მწუხარება გვმართებს მუდამ ჟამს, რადგან ჩვენი ცხოვრების შენაერთი დღითიდღე იშლება. დღეები გამალებით რბიან, რათა წუთისოფლიდან გაგვიყვანონ; ჩვენ კი სიკეთის აღსრულებას არ ვეშურებით, ვიდრე წუთისოფეში ვართ. ეს დიდად სამწუხაროა, რადგან ჩვენი სიცოცხლის დღეებს აკლდება და ცოდვებს ემატება; ჩვენი ცხოვრება მიედინება და ჩვენი ცოდვა-დანაშაული მრავლდება. ცხოვრება უსახურავო სახლს ჰგავს, მყისვე რომ ირღვევა. .. ცხოვრება გვეპარება და ჩვენ ამას ვერ ვაცნობიერებთ. დღეები და ღამეები აჩქარებით მიქრიან ჩვენი ცხოვრების შესამცირებლად და გვათამაშებენ ჩვენ, როგორც ბავშვები თამაშობენ ბურთს. დღე ღამეს მიგვაგდებს და ღამე-დღეს. შორ გზაზე მივდივართ და ფეხსაცმლისა და საგზლისთვის არ ვზრუნავთ, რადგან ქონების შეძენა გვნებავს, შენაძენის სიხარული გვაცდუნებს და იმ გზის საგზლისთვის არ ვწუხვართ. .. ცხოვრება ხელიდან გეცლება და სინანულს არ ემატება. მთელი ქონება, რაც გაბადია, ყოველივე რომ გაყიდო შენს განკარგულებაში რომ იყო, ვერ შეიძენ, რადგან გუშინდელ დღესთან ერთად წავიდა და უკან აღარ დაგიბრუნდება. და ყოველივე ეს წუთისოფლიდან განსვლას გაუწყებს... რატომ გძინავს ასე უგუნურად, შენი მტრები და შენი სულის მეძიებელნი ფხიზლობენ და გამალებით ცდილობენ შენს გაყვანას ამქვეყნიდან! დრონი სწრაფად გადასცემენ შენს თავს ერთიმეორეს-წინა ჟამი უკანას...

სინანული ამაოდ ქცეულა შენთვის, ის განშორებულია შენგან, ცოდვა კი ახლოს არის. შენ ყოველდღიურად არ ასრულებ მას და ამბობ: ხვალ მოვინანიებ. "ხვალ" კი ფრიად შორს არის შენგან და ვაითუ არც დადგეს. რომელ დღეს აპირებ მონანიებას, გვითხარი, რომ ჩვენც ვიცოდეთ ის დღე და შენთან ერთად გავიხაროთ. ვშიშობ, ვაითუ სიკვდილმა მოგიტაცოს და ვეღარ აღასრულო ის სიქველე, რასაც განიზრახავ და რისთვისაც ემზადები. თუ სიკეთის გულისსიტყვა დაიბადა შენს გულში, ნუ დაიძინებ, სანამ მის არსრულებას არ შეუდგები, რადგან შენი ცხოვრების დღეთა სიმრავლე შენზე არ არის დამოკიდებული და არც მათი რიცხვი იცი...

სიცრუის ვრცელი ზღვაა წუთისოფელი; ნუ შეხვალ მასში, რათა მისმა ღელვამ არ დაგნთქას; და მსწრაფლმავალია, როგორც წერია. სიმდიდრე განქარდება, ხელმწიფობა დაიხსნება და დიდება დაეცემა. წუთისოფლის სიამენი საუკუნო სიკეთით შეიცვლება; ბოროტება არ დაისადგურებს და ნება-სურვილზე მიშვება ფუჭი და უქმი აღმოჩნდება. .. მოდით ამიერიდან სინანულს შევუდგეთ. როდის დადგება ეს დრო? ვშიშობ, ვაითუ არც დადგეს. მთელი ჩვენი ცხოვრების დრო ამაოების მსახურებაში მოვკალით და ვაითუ მცირეღა დარჩენილა ჩვენი დღეების სათვალავი. ეკრძალე, რათა ბოროტად არ გაასრულო დარჩენილი ჟამიც-ისევე, როგორც წარსული დრო-და ღმერთს ემსახურე გულმოდგინედ, რომელიც კურთხეულია აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თავის თავის მხილება და აღსარება ცოდვებისა, რომლებიც წმინდა ეფრემმა მიიჩემა თავისი სიმდაბლისამებრ
"ვაი მე, საწყალობელს; ყოველდღე ვკითხულობ დაბადებას; ვკითხულობ, რა შეემთხვათ დათანს და აბირონს-მოსეს მოწიანააღმდეგეებს: როგორ გასკდა მიწა და დანთქა ისინი მათი სახლეულითა და ქონებითურთ. მე კი ყოველ ჟამს ვეწინააღმდეგები ღმერთს და არ ვემორჩილები. როგორ გადავურჩები მის სასჯელს?
ვაი მე, საწყალობელს; ვკითხულობ, რა შეემთხვა მარიამ წინასწარმეტყველს-მოსე წინასწარმეტყველის დას-მოსეზე, თავის ძმაზე ნათქვამი ერთი სიტყვის გამო: მისი სხეული კეთრის წყლულებით დაიფარა მთლიანად! და მე, ვინც ყოველდღე განვარისხებ ღმერთს, როგორ გადავურჩები საუკუნო სატანჯველს?

მარხვას თუ დავიცავ, უფალი ალბათ, მეტყვის: ამგავარი მარხვა არ გამომირჩევია. ჩემს ქონებას გლახაკებს თუ გავუნაწილებ, ვაითუ უფალმა მომიგოს: ზეთი ცოდვილისა ნუ ეცხება ჩემს თავს. შესაწირავი და საკმეველი რომ შევწირო, ვშიშობ, ვაითუ მითხრას: შენი მსხვერპლი არ მოსწონს ჩემს სულს და შენი საკმეველი საძაგელია ჩემს წინაშე. მის სახლში-წმინდა ეკლესიაში რომ შევიდე და ლმობიერად ვევედრო, ვშიშობ, ვაითუ რისხვით მომიგოს: გამშორდი, უსჯულოების მოქმედო. ამიტომაც ვარ, ჩემო ძმებო, შემკრთალი და შეძრწუნებული...
ჩემ მიერ ბავშვობაში ჩადენილ ბოროტმოქმედებათა შესახებ მინდა მოგითხროთ და მისიც მეშინია-ვაითუ განმაქიქოთ, შემიძულოთ და თითით საჩვენებელი გავხადე მთელი ხალხის წინაშე. ჩემო ძმებო, ბავშვობაში ვიყავი მაგინებელი, შეურაცხმყოფელი, მოპაექრე, დამბრალებელი, მავნებელი, მოძმეთა შემაწუხებელი, ყველას მიმართ შურიანი, ძვირისმოქმედი, მდიდრების მჩაგვრელი, გლახაკთა შეურაცხმყოფელი, დავრდომილთა მიმართ გულგრილი; ერთი სიტყვით-სრული ბოროტმოქმედი. მაგრამ მე ვიცი, რომ ბავშვობაში ჩადენილი ცოდვები ჩემი ნათლისღების ჟამს აღიხოცა; ხოლო ნათლისღების შემდეგ ჩადენილი ცოდვებისგან ვინ გამომიხსნის? მხოლოდ ღმერთია ცოდვების მომტევებელი და მოწყალე მცოდველთა მიმართ. ამიტომაც გევედრებით, ჩემო საყვარელო ძმებო, წყალობა და შენდობა მითხოვეთ მოწყალე ღმერთისგან. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ცოდვის მწვირეში, შურსა და სიძულვილში ვარ ამოვლებული, ჩემს ბოროტ ნებას ვასრულებ, ვმრისხანებ, ვწყრები; ძვირის ხსენებაში, უგუნურებაში, ნაყროვანებაში, უძღებებაში, ხორციელ სიტკბოებაში, ფულის სიყვარულში, გლახაკთა სიძულვილსა და გარეშეთა შეურაცხყოფაში ვარ ჩაფლული. მე ყველა ადამიანზე ნაკლები, ჩემზე უკეთეს ადამიანებს კადნიერად ვეპყრობი და შეურაცხვყოფ; დიდებულ ადამიანებზე ვქდმაღლობ მე, ნარჩევი კაცთა. და რაც გითხარით, ყოველივე ამაზე უარესი ვარ და უბოროტესი, მნებავს კი, რომ ადამიანები წმინდას მიწოდებდნენ. ცოდვაში ვარ დანთქმული და ადამიანთა წინაშე უბიწოდ გამოჩენა მსურს. მუდამ სიცრუეს ვამბობ და სხვების დასანახავად ვითომ მძულს მატყუარები. მუდამ ჟამს ვისიძავ და ვმრუშობ გონებით, მსიძავებსა და მრუშებს კი ვგონებ და ვურისხდები; მპარავებს განვიკითხავ, გული კი მიდამ მოხვეჭას მითქვამს. მაგინებლებს ვაძაგებ და მუდამდღე ვიგინები. გარეგნულად სიწმინდეს ვაჩვენებ ადამიანებს და შინაგანად სავსე ვარ სისაძაგლით. სხვა ადამიანებზე წინ ვდგები ეკლესიაში ლოცვაზე და მათ უკან დგომის ღირსიც არ ვარ. დიდება და პატივისცემა მნებავს ადამაინებისგან და ღვთის თვალში არარა ვარ. მიყვარს, ადამიანები თაყვანს რომ მცემენ, მომიკითხავენ, და სირცხვილითა და გინებით სავსე ვარ.

როცა საერო პირი ვიყავი, ერისკაცებს შორის ვქედმაღლობდი. და როცა მონაზვნად აღვიკვეცე, მამათა შორის ვთავხედობ. სათნოებას ვაჩვენებ ადამიანებს: მდიდრებს-სიკეთეს, უცხოებს-მშვენიერებას, სულელებს-სიბრძნეს, მორწმუნეებს-სისრულეს, გლახაკებს-უწყალოებას, ჩემებს-მანკიერებას... და პირუტყვებზე უუგუნურესი ვარ. თუ ვინმე მაგინებს, შურს ვიძიებ; თუ შეურაცხმყოფენ, მანკიერებით ვივსები; და თუ სამართლიანობა მომეთხოვება, განვიკითხავ და განვსჯი.
თუ ვინმე შემეწინააღმდეეგება, შევრისხავ და თუ მაქებს და ამაოდ მადიდებს, მეც ვაქებ მას და ვმედიდურობ. თუ მამხილებენ, ვწუხდები და თუ ვინმე შემივრდება, ვქედმაღლობ. თუ არ მემსახურებიან, ვშფოთავ, მათთან ყოფნა არ მსურს და ძვირს ვუზრახავ მზაკვრულად. თუ ძმა ჭირში ჩავარდება, სრულებით არ მნებავს მისი მიხედვა, და თუ დიდებას მიაღწევს, მასთან ახლოს ყოფნას ვცდილობ, ვხალისობ და გულმოდგინედ ვემსახურები. თუ მოყვასი დასნეულდება, მაშინვე მოვიწყენ მის გვერდით, ხოლო თუ მე ვხდები ავად, მნებავს, რომ მრავალი მემსახურებოდეს, ყველა მე მკითხულობდეს, და მე ფრიად უგულებელვყოფ ამგვარ მსახურებას. თუ სხვა ადამიანი თუგინდ მცირე დაუდევრობას გამოიჩენს, ვმძვინვარებ. ბოროტად შევრისხავ კაცს, რომელიც პირში გელაქუცება და ზურგს უკან ძვირს გიზრახავს. მენებავს, რომ ღირსეულად ვიხსენიებოდე, ღირსეული საქციელისგან კი ფრიად შორს ვარ. მიყვარს ქება და პატივი, ხოლო საქები საქმე და საქციელი უცხოა ჩემთვის.

ჩემი საიდუმლოებების აღსარება მსურს თქვენს წინაშე და დაფარულ გულისსიტყვათა გამოცხადება ბოროტი ვნებების მიმართ, დღედაღამ რომ შემაჭირვებენ. ლოცვის დროს მოწყინება მიპყრობს და დასვენების დროს-გულმოდგინება. როცა ფუჭი ზღაპრობა მესმის, მხიარულად ვისმენ და როცა სინანულზე საუბრობენ, სასმენელს ვარიდებ. წიგნების კითხვის დროს მიმერულება და თუ განსჯა და ცილობა მესმის, ვიღვიძებ. სალოცავად რომ დავდგები, ჩემს გონებას სავაჭრო ადგილები და ფოლორცები მიმოიტაცებენ. ჩემი პირი გაობას წარმოთქვამს და გონება ცოდვაში იწვრთნება. ჩემი ბაგეები მადლობას სწირავენ და ჩემი გული მზაკვრობას იზრახავს.
ვის შეუძლია, აღწეროს ჩემი დაუდევრობა ლოცვის ჟამს და ჩემი გულმოდგინება ამაო შრომის დროს? საზიაროს მოხვეჭა მნებავს და ვაჭრის გაცრუება. მსესხებლისგან ვახშის მიღება მსურს და გლახაკისათვის არაფერი მემეტება. მსახურის შერისხვა მნებავს და მცოდველის დასჯა; მოძმეებისა მშურს და მეგობრებს ვეწინააღმდეგები. თუ ვინმეს აღვუთქვამ რასმე, ვეცრუები, მოყვარეს მიზეზს ვუძებნი და მე თვითონ სავსე ვარ და უსამართლობაში მხურვალე, სხვისი ფიცის გამაცრუებელი, ტყუილის მოყვარე და მოყვასის მიმართ გულში მანკიერების დამმარხველი.

აი, ჩემ მიერ საიდუმლოდ ჩადენილი ცოდვები და ჩემი მონაზვნობის სათნოება. შეძაგებისა და შეძულების რომ არ მეშინოდეს, ჩემს სხვა საიდუმლოებებსაც გამოგიცხადებდით-მათზე უმძიმესსა და უსაზარლეს ცოდვებს. მაგრამ დავიდუმებ, რათა მეტისმეტად არ მომიძულოთ. თქვენს სიწმინდეს, თქვენს ღვთისმოყვარებას ვევედრები, წყალობა მიყავით და ილოცეთ ჩემ ცოდვილისთვის, რომელიც ვამბობ: "აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე ყოველი უღმრთოებაი გულისა ჩემისაი". იგია შემნდობი და მას შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა-მამას, ძეს და სულიწმიდას-აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!.
თეა ცაგურიშვლი

ბეჭდვაელფოსტა
10.02. 2015
momecona
dzaan magari sitxvebia
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat