ღირსმოწამე, სასწაულმოქმედი ეფრემის ცხოვრებასა და მოღვაწეობას, წმინდანის მიერ აღსრულებულ სასწაულებს იქვე გავეცანი. მათგან გადმოცემულს, მცირედად თქვენც გაგაცნობთ. დაიბადა 14 სექტემბერს 1384 წელს, ტრიკალაში, თესალიის მხარეში, ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მისი სახელი და გვარი კონსტანტინე მორფი იყო. მცირე ასაკიდანვე დაობლდა და დარჩა დედასთან და და-ძმებთან ერთად. მთელი ოჯახის სიმძიმე მის დედას დააწვა. წმინდა ეფრემის დედა, დიდად მორწმუნე ყოფილა და შვილებსაც ასეთივე სიყვარულით ზრდიდა.

იმ წლებში საბერძნეთი დამონებული იყო თურქების მიერ. ისინი იტაცებდნენ ბერძენ პატარა ბავშვებს და შემდეგ აგზავნიდნენ სპეციალურ სამხედრო ნაწილებში, სადაც მათ ძალიან მკაცრად ზრდიდნენ. ასევე უნერგავდნენ მუჰამედისა და სულთნის სიყვარულს. ზრდიდნენ მართლმადიდებლების მკვლელად. ასეთ პირობებში მცხოვრებმა ახალგაზრდა კონსტანტინეს დედამ, გადაწყვიტა, რომ 15 წლის ვაჟიშვილი გადაერჩინა სასტიკი მომავლისგან და მონასტერში წასვლა ურჩია, რადგან დედა ხედავდა მის განსაკუთრებულ სიყვარულს ეკლესიისა და ეკლესიური ცხოვრების მიმართ. ღვთის დახმარებით, პატარა კონსტანტინემ დატოვა ტრიკალა ერთი პატარა ხურჯინით, რომელშიც დედამ მწირი საგზალი ჩაუდო - პური, ცოტა ზეთისხილი, ყველი. დამშვიდობებისას ცრემლნარევმა დალოცა და ისე გამუშვა მონასტერში. კონსტანტინემ პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა თქვა - უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო. და დაადგა გზას. მიაღწია, ნეა მაკრია მხარეში, სადაც იყო X-XI საუკუნეში აგებული ქრისტიანული კელიები, იქვე იყო მამათა მონასტერიც.

ვიდრე კონსტანტინე 18 წლის გახდებოდა, მონატერში მორჩილად ცხოვრობდა. ხოლო, როცა სრულწლოვანი გახდა, ბერად აღკვეცეს -ეფრემის სახელით. იგი იყო მაგალითი თავმდაბლობის და წმინდა ასკეტური ცხოვრების. თითქმის 25 წელი მკაცრად ებრძოდა დემონურ ძალებს. უფლის სიყვარულით გალია ორმოცი წელი. როცა თურქმა დამპყრობლებმა შეიტყვეს, რომ ნეა მაკრის ტერიტორიაზე მდებარე მონასტრეშბი ინახებოდა დიდი განძი. რის გამოც, 1424 წელს მოადგნენ მონასტერს და განძეულობას ითხოვდნენ. მონაზვნების უმრავლესობა შეკრებილი იყო ღვთისმშობლის ხარების მონასტერში იღუმენის გარშემო და ლოცულობდნენ. აგარიანელებმა მათ მოსთხოვეს გადამალული განძი. იღუმენმა უპასუხა, რომ განძი არ არსებობდა. მაშინ, გამხეცებულები თითოეულ მათგანს სასტიკად გაუსწორდნენ - ელი გამოჭრეს. ურწმუნოებმა, მონასტრის ძვირფასეულობის ნაწილი თან წაიღეს. ნაწილი კი გაანადგურეს.

წმინდა ეფერმი იმ დროს არ იყო მონასტერში. როცა მეორე დღეს დაბრუნდა და იხილა საზარელი ამბავი, დიდი ძალისხმევის წყალობით იზრუნა, მამების საფლავეზე და დაკრძალვაზე. ამ შემთხვევის შემდეგ წმინდანმა დახურა მონასტერი და მოშორებით, განმარტოებით ერთ-ერთ სენაკში დაიწო მოღვაწეობა. მხოლოდ დღესასწაულებზე ბრუნდებოდა მონასტერში და ატარებდა წირვა-ლოცვას, შემდეგ კი ისევ თავის სენაკში ბრუნდებოდა.
ერთი წლის შემდეგ, კვლავ გამოჩნდნენ აგარიანელები და კვლავ მიადგნენ ღვთისმშობლის ხარების ეკლესიას, იმ მიზნით, რომ საფუძვლიანად მოეძებნათ განძეულობა. 1425 წლის 14 სექტემბერს, წმინდა ეფრემი მონასტერში მივიდა წირვის ჩასატარებლად. ურჯულოებმა შიპყრეს და დაუწყეს სასტიკი ცემა და წამება, რათა ეთქმევინებინათ, სად ჰქონდა დამალული მონასტრის განძი.

ამ პასუხის გაგონებაზე უფრო გაამკაცრეს მისი წამება. შემდეგ, ერთ-ერთმა მკაცრადაც უპასუხა: - გახდი თურქი და გადაურჩები წამებას.
- არასდროს არ უარვყოფ რწმენას, ღმერთს. არ მეშინია წამების და სიკვდილის - უპასუხათ წმინდანმა.
1384 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღეს დაიბადა წმინდა ეფრემი და 1425 წლის 14 სექტემბერს აწამეს. მხეცურად აწამეს წმინდა ეფრემი რვა თვის განმავლობაში. ყოველდღიურად, ზუსტად 233 დღე. მისი წამება 1426 წლის 5 მაისამდე გაგრძელდა. სამშაბათს, დილის 9 საათამდე. მიუხედავად სასტიკი წამებისა, წმინდანი ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა გაეძლიერებინა ისინი. ურჯულოები აწამებდნენ და მაინც მათთვის ლოცულობდა.
აგარიანელებმა თავიდან დაიწყეს ყოველ კუთხე-კუნჭულში განძის ძებნა. კვლავ მოითხოვდნენ წმინდანისგან რწმენის შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ.
- ვამჯობინებ მოვკვდე, ვიდრე რწმენა შევიცვალო. არ უარვყოფ ქრისტეს, რაც გინდათ გამიკეთოთ - უპასუხა წმინდანმა გაბედულად.
1426 წლის 5 მაისს, სამშაბათს, დილის ცხრა საათზე წმინდა ეფრემი ფეხებით ხეზე ჩამოკიდეს და მის მრავალტანჯულ სხეული შანთით დაწვეს.

თეა ცაგურიშვილის ფოტოკოლაჟი.