წმინდა გრიგოლ პალამა: გონებით ვილოცოთ და ვქმნათ ღმრთისათვის სათნო სულიერი ლოცვა
წმინდა გრიგოლ პალამა: გონებით ვილოცოთ და ვქმნათ ღმრთისათვის სათნო სულიერი ლოცვა
წმიდა გრიგოლ პალამა მთელი ცხოვრების განმავლობაში სიტყვით თუ საქმით იბრძოდა მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის. მან ოცი წლისამ დატოვა კონსტანტინოპოლი და წმიდა ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. 1340 წელს იგი დაუბრუნდა ბიზანტიის დედაქალაქს, რათა დოგმატურ ბრძოლაში ჩაბმულიყო.

1347 წელს წმიდა გრიგოლ პალამა თესალონიკის არქიეპისკოპოსი გახდა, თუმცა მას არ დაუტოვებია კონსტანტინოპოლი, სადაც თოთხმე-ტი წლის მანძილზე რამდენიმე საეკლესიო კრება და სინოდი შედგა. ამ თავყრილობებზე იგი თეოლოგიური რაციონიზმის მიმდევართა წინააღმდეგ გამართულ პოლემიკაში მონაწილეობდა, ათონის მთის ისიხასტი ბერების ასკეტური და მისტიკური სწავლების შესახებ ეკამათებოდა კალაბრიელ ბერს ბარლამს, აკვინდინეს, გრიგორას. ამგვარი ღვაწლის აუცილებლობამ აიძულა იგი მიეტოვებინა ათონის მთის სულიერი გარემო, ლოცვა-მჭვრეტელობითი ცხოვრება და დროებით თესალონიკის კათედრას დაბრუნებოდა.

აი, რას წერს მაგისტრ-იღუმენი მოდესტა თავის თხზულებაში, რომელიც წმიდა გრიგოლ პალამას ეძღვნება:

"მართალია, წმიდა გრიგოლ  პალამამ დატოვა კონსტანტინოპოლი, თითქმის ორი წელიწადი მოღვაწეობდა ჰერაკლეს ერთ-ერთ მონასტერში და არანაირად არ ერეოდა პოლიტიკაში, 1343 წელს პატრიარქმა კალეკამ, რა თქმა უნდა, აკვინდინეს დაბეზღებით, დედაქალაქს გამოიწვია წმინდანი და ციხეში ჩასვა. მიზეზი ვითომ მრავალღმერთიანობის სწავლების გავრცელება და კანტაკუზინთან კავშირი გახდა. საჭირო იყო ბრალდე-ბას კანონიკური სახე ჰქონოდა. ამიტომ პატრიარქმა კალეკამ სთხოვა ან-ტიოქიის პატრიარქს ეგნატეს, რომ განეხილა პალამას სწავლება. ეგნატე 1344 წელს ჩამოვიდა ბიზანტიაში, გაესაუბრა კალეკას და სრულიად გა-უსამართებლად დაუწერა პალამას საბრალდებო თხზულება. კალეკამ გამოაქვეყნა ეს ტექსტი, ხოლო მომდევნო 1345 წელს წმიდა გრიგოლ პა-ლამას სამხილებლად და დასასჯელად ბიზანტიაში მოიწვია კრება.

საპყრობილიდან სასამართლო კრებაზე მოიყვანეს პალამა. მან დამწუხრებულმა იხილა თავისი ადრინდელი თანამებრძოლები (მაგალითად, ნიკიფორე გრიგორასი, რომელიც მასთან ერთად იყო ბარლაამის წინააღმდეგ მართლმადიდებლობისათვის ბრძოლაში). ისინი ახლა მისი ბრალმდებლები და მტრები გამხდარიყვნენ. ყველა იყო მის წინააღმდეგ და არავინ – მისკენ, უფრო ზუსტად - მართლმადიდებლობისკენ. დიდხანს ეკამათებოდა წმიდა მამა ბრალმდებლებს და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მხოლოდ მსჯავრდება სურდათ მისი. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა არც კი ეპასუხა ბრალდებებისათვის. მაშინ პატრიარქმა კალეკამ მრავალღმერთიანობის გავრცელება დასწამა პალამას, განაყენა იგი ეკლესიისაგან და კვლავ საპყრობილეში გაგზავნა.

ამგვარად გადაწყვიტეს წმიდა გრიგოლ პალამას საქმე ორმა პატრიარქმა და კრებამ. მაგრამ ვინ იყო მართალი? სიცოცხლეშივე გაამართლეს წმიდა პალამა. დიდი მხარდაჭერა ჰპოვა პალამიზმმა იოანე კანტაკუზინის იმპერატორობის ხანაში და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად ოფიციალურ მართლმადიდებლურ სწავლებად დაადგინეს ვლაქერნის მონასტერში 1351 წელს.
წმიდა გრიგოლ პალამა 1359 წელს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1378 წელს ეკლესიამ ეს "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" წმინდანად შერაცხა. მის ხსენებას ორჯერ ვდღესასწაულობთ - 14 ნოემბერსა და დიდმარხვის მეორე კვირას. ჭეშმარიტებისათვის ერთგულ მებრძოლს ასე განადიდებს ეკლესია:

"მართლმადიდებლობისა სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგორი, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო, ევედრე მარადის ცხოვრებად სულთა ჩვენთა".


წმინდა გრიგოლ პალამა მოუკლებელი ლოცვის შესახებ


განურჩევლად ყოველი ქრისტიანის, დიდის თუ პატარის ვალია, დაუდუმებლად ლოცულობდეს გონებით, ლოცულობდეს სულიერი ლოცვით: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე"! ისე, რომ ამ წმინდა სიტყვების განუწყვეტელი ღაღადისი ჩვევად ექცეს გულსა და გონებას. მაშ ირწმუნეთ, რომ უაღრესად სათნოა ღმრთისათვის მოუკლებელი ლოცვა და რომ დიდი სიკეთის მომტანია იგი. ამის გამოსაცხადებლად უფალმა ხომ, თავისი უსაზღვრო კაცთმოყვარეობით, ყოველგვარი ეჭვის განსაქარვებლად, ზეციური ანგელოზი მოავლინა.

მაგრამ რას ამბობენ ერისკაცები? – ჩვენ ყოფითი საქმეებისა და საზრუნავის უღელი გვადგას, გამუდმებით როგორღა უნდა ვილოცოთო?

ამათ ვუპასუხებთ, რომ ღმერთს შეუძლებელი არაფერი მოუცია ჩვენთვის მცნებად. მხოლოდ ის დაგვავალა, რისი გაკეთებაც ხელგვეწიფებოდა. ამიტომ მოუკლებელი ლოცვის მცნების შესრულებაც ყველას შეუძლია, ვინც ისწრაფვის და ეძიებს თავისი სულის ცხონებას. გამუდმებული ლოცვა რომ შეუძლებელი ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა საერთოდ ყველა ერისკაცისთვის. მაშინ ხომ აღარ იქნებოდნენ ამდენნი, ვინც ამა სოფლის საზრუნავს შორის თავის წესსა და რიგზე წარმართავს მოუკლებელი ლოცვის ღვაწლი.

ამასთან, გაითვალისწინეთ ისიც, თუ როგორ მიდის ლოცვა, გაითვალისწინეთ ლოცვის პირობაც – ის, რომ მოუკლებელი ლოცვა გონებით აღესრულება. ამას კი, თუ მოვისურვებთ, ყოველთვის შევძლებთ, რადგანაც, ხელსაქმეს მივუსხდებით, დავდივართ, ვჭამთ თუ ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია გონებით ვილოცოთ და ვქმნათ ღმრთისათვის სათნო სულიერი ლოცვა, ჭეშმარიტი ლოცვა. სხეულმა იშრომოს – სულმა კი ილოცოს! დაე, ჩვენმა გარეგანმა კაცმა თავისი ხორციელი საქმეები აკეთოს, შინაგანმა კი სრულიად უძღვნას თავი ღმრთის სამსახურს და ნურასოდეს დააგდებს სულიერ საქმეს გონებით ლოცვისას, როგორც ამას ღმერთკაცი იესოც გვამცნებს წმინდა სახარებაში: "ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად" (მათე, 6,6). "საუნჯე" სულისა არის სხეული, "კარი ჩვენი" – ხუთი ხორციელი გრძნობა. სული მაშინ შედის თავის "საუნჯეში", როცა გონება აქეთ-იქით კი არ გაგვირბის, ამა სოფლის სამეებსა და საგნებზე კი არ მიმოიბნევა, არამედ გულის სიღრმეში იმყოფება. ჩვენი გრძნობები იხშვებიან და დახშულნი რჩებიან, თუკი მათ გარეგან, გრძნობით საგნებზე მიჯაჭვის საშუალებას არ ვაძლევთ და ჩვენი გონებაც, ამგვარად გათავისუფლებული ყოველგვარი ამქვეყნიური ვნებისაგან, დაფარული სულიერი ლოცვით უერთდება ღმერთს – მამას მისას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat