იმისათვის, რომ მივაღწიოთ ზნეობრივ სრულქმნილებას, საკუთარ თავს უნდა ვებრძოლოთ და ვძლიოთ
იმისათვის, რომ მივაღწიოთ ზნეობრივ სრულქმნილებას, საკუთარ თავს უნდა ვებრძოლოთ და ვძლიოთ
ღირსი ნილოს მმარხველი (სინელი) წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე იყო, იგი კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. მან მშვენიერი განათლება მიიღო, რის შემდეგაც, ჯერ ისევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესეს. ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მისწრაფებებზეც უზარმაზარ გავლენას ახდენდა ნეტარი იოანე ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. მათ გადაწყვიტეს გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან, ერთად სინას მთაზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა.

ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მარხვით, ლოცვითა და შრომით მან სრულყოფილების მაღალ საფეხურს მიაღწია. წმიდანთან სიარული იწყეს ყველა ხარისხისა და ფენის ადამიანებმა – იმპერატორით დაწყებული მიწის მუშაკით დამთავრებული, რომლებიც მოუკლებლად ღებულობდნენ მისგან ნუგეშინისცემასა და სულიერ რჩევა-დარიგებებს. განმარტოებაში ღირსი ნილოსი ბევრს წერდა. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლეებმა, მათ შორის, რისხვით სავსე მამხილებელმა წერილებმა, მიმართულმა იმპერატორ არკადისადმი, რომელმაც იოანე ოქროპირი განდევნა. ფართოდაა ცნობილი იოანე ოქროპირის ამ ღირსეული მოწაფის ასკეტური თხზულებები.

უდაბნოში ღირსმა ნილოსმა მრავალი განსაცდელი დაითმინა. ღირსმა მამამ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ბარბაროსთაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ.
ღირსი ნილოსის ხსენება 12 (25) ნოემბერსაა.



წმინდა ნილოს სინელის სიტყვა ხორციელი სათნოებების შესახებ

მოციქული ბრძანებს: ქრისტესთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით (გალ. 5,24). რას გვიქადაგებს მოციქული ამ სიტყვებით? იგი გვიქადაგებს, ძმანო, განსაკუთრებით ბერებს, რომ ვნებებისაგან განვიძარცვოთ, ანუ, იმისათვის, რომ მივაღწიოთ ზნეობრივ სრულქმნილებას, საკუთარ თავს უნდა ვებრძოლოთ და ვძლიოთ მას. როგორ მივაღწიოთ ამას?

წმინდა ნილოს სინელი ამბობს: "სათნოებანი, წამყვანი ადამიანისა უვნებელობისაკენ, შემდეგია: თავშეკავება, მარხვა, ლოცვა, წყურვი-ლი, მღვიძარება, ღამისთევა, ხშირი მუხლმოყრა, განშორება ყოველგვარი ფუფუნებისაგან, საჭმლის მიღების დროს ზომიერება, მხოლოდ წყლის მიღება, უპოვარება, უანგარობა, მორჩილება, შრომისმოყვარეობა, მდუმარება, ხელსაქმობა, ხორცთან ბრძოლა და თავის იმისაგან განშორება, რაც ხიბლავს მას და ყოველივე ამას უნდა დავუმატოთ განსაკუთრებული მორჩილება და მადლიერება ღვთისადმი".

აი, სათნოებანი, რომელიც მიგვითითა წმინდა ნილოს სინელმა და რითაც უვნებელობას მივაღწევთ, განსაკუთრებით კი ბერები. რა შეიძლება, დავამატოთ ამას? ჩვენი აზრით, ამას უნდა დაემატოს გამუდმებული ბრძოლა ბოროტ ძალებთან, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ეშმაკზე, მივეჩვიოთ შრომისმოყვარეობას და გამუდმებით ვიღვაწოთ სულის ხსნისათვის. პიმენი დიდი ამბობს: როგორც მდუღარე ქვაბთან მიკარებას ვერ ბედავს ბუზი, ან სხვა რომელიმე მწერი, ასევე ვერ ბედავს კაცობრიობის მტერი ეშმაკი ისეთ სათნოდმოღვაწე ბერთან მიახლოებას, ვინც გამუდმებით იღვწის სულისათვის; ხოლო ზარმაცსა და დაუდევარს ყოველგვარი გარჯის გარეშე იმორჩილებს".

მაშ, გახსოვდეთ, ბერებო, რომ შრომით, ლოცვით, უფლის მიმართ მადლიერებით, უფალზე ფიქრითა და მორჩილებით, ხორცთან გამუდმებული ბრძოლით, განსაკუთრებული ღვთისმოშიშებით ებრძოლეთ ეშმაკს და თქვენ შეუერთდებით ქრისტეს მოწამეებს, რომელთაც ტანჯვა-წამებითა და ხორცის შეჭირვებით დაიმკვიდრეს უფლის სასუფეველი. ამინ.


"სვინაქსარი". ტომი II.
ბეჭდვაელფოსტა
13.12. 2014
ნინო
ყველა წმინდანი ფარავდეს ყველა მართლმადიდებელს
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ პალამა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი 1296-97 წლებში დაიბადა წარჩინებული, მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat