მღვდელმოწამე ბასილი ანკვირელი
მღვდელმოწამე ბასილი ანკვირელი
მღვდელმოწამე ბასილი ანკვირელი ხუცესი იყო და გალატიის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების ჟამს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისთვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმინდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე ორას ოცდაათი ეპისკოპოსის თანხმობით კვლავ დაუბრუნდა სამღვდელო პატივი. როდესაც ქალაქ ანკვირიას იმპერატორი იულიანე განდგომილი (361-363) ესტუმრა, წმინდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი განდგომილებაში ამხილა. იულიანეს ბრძანებით, წმინდა ბასილი სასტიკი წამებით მოკლეს.
ბეჭდვა
1კ1