წმინდა დონალდ ოგილვიელი და მისი ცხრა წმინდა ქალწული ქალიშვილი - ხს.15 (28) ივლისს.
წმინდა დონალდ ოგილვიელი და მისი ცხრა წმინდა ქალწული ქალიშვილი - ხს.15 (28) ივლისს.
ჩვენი ღირსი და ღვთისმოსავი მამა დონალდ ოგილვიელი (ასევე ცნობილი როგორც დონივალდი, დონევალდი, დომნალი, დონვალდი) მე-8 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა ოლგივიში, ფორფარშირში, შოტლანდიაში. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მან და მისმა ცხრა ქალიშვილმა მისი ხელმძღვანელობით სახლში დაიწყეს მონაზვნური ცხოვრების წესით ცხოვრება, მიწას ხელით ამუშავებდნენ და დღეში ერთხელ ქერის პურსა და წყალს ჭამდნენ. წმინდა დონალდის გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით 716 წელს, მისი ქალიშვილები შევიდნენ აბერნეთის მონასტერში, რომელიც დააარსეს წმინდა დარლუგდახმა და წმინდა ბრიგიდმა. იქ ისინი ცნობილნი გახდნენ როგორც ცხრა ქალწული, ან ცხრა წმინდა ქალწული.

წმინდა დონალდს და მის ქალიშვილებს ასევე იხსენიებენ "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)
ბეჭდვა
1კ1