ღირსი ფინდლუგან აილეიელი (ფინდლუგანი) (VII საუკუნე) – 03 (16) იანვარი.
ღირსი ფინდლუგან აილეიელი (ფინდლუგანი) (VII საუკუნე) – 03 (16) იანვარი.
წმინდა ფინდლუგანის ხსენების დღეა 3 იანვარი (კელტური და ბრიტანული კალენდრით); ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)

ღირსი მამა წმინდა კოლუმბას თანამედროვე იყო. როდესაც კოლუმბამ დააარსა მონასტერი ტამლაგტში (Tamlaght) ლოხ ფოილის (Lough Foyle) მახლობლად 585 წელს, მან ფინდლუგანი დანიშნა მონასტრის პირველ იღუმენად.

ფინდლუგანი ქადაგებდა შოტლანდიაში. ძველი თქმულებები მოგვითხრობენ, თუ როგორ იხსნა ფინდლუგანმა კოლუმბას სიცოცხლე, დადგა რა წმინდანსა და მკვლელს შორის. ეს მოხდა ჰინბაში (Hinba), ადგილას, რომელსაც ზოგიერთი აიგივებს Eileach an Naoimh , გარველოხის კუნძულებიდან ერთ-ერთთან, ხოლო სხვები - ჯურას კუნძულთან (Jura).

სავარაუდოდ, ფინდლუგანმა დააარსა სამონასტრო თემი კუნძულზე, რომელიც მის სახელს ატარებდა - წმინდა ფინდლუგანის კუნძული, ამჟამად ცნობილი როგორც აილენ მორი (Eilean Mor). აქვე მოგვიანებით აშენდა სამლოცველო მის სახელზე. აილენ მორი მდებარეობს ტბა ლოხ ფინლაგანში (Loch Finlaggan), რომელიც ასევე წმინდანის სახელს ატარებს და თავის მხრივ მდებარეობს აილეის კუნძულზე (Islay).

ბეჭდვა
1კ1