წმინდა ელვანი და წმინდა მიდვინი ბრეტონელები - 01 (14) იანვარი
წმინდა ელვანი და წმინდა მიდვინი ბრეტონელები - 01 (14) იანვარი
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:

"უფლის განხორციელებიდან 156-ე წელს [რომის იმპერიაში] ძალაუფლება ხელში აიღო მარკუს ანტონინუს ვერუსმა, მეთოთხმეტე იმპერატორმა ავგუსტუსის შემდეგ, თავის ძმა ავრელიუს კომოდუსთან ერთად. ამ დროს რომში ეპისკოპოსი იყო წმინდა კაცი, სახელად ელევთერი, და ლუციუსმა, ბრიტანეთის მეფემ, გაუგზავნა მას წერილი, რომელშიც გამოთქვა სურვილი ქრისტიანი გამხდარიყო მისი კურთხევით. მისი ღვთისმოსავი თხოვნა დაკმაყოფილდა და ამიტომ ბრიტანეთის მკვიდრებმა მტკიცედ და დაურღვევლად, მშვიდობითა და სიმშვიდით შეინარჩუნეს მათთვის მიცემული რწმენა ვიდრე დიოკლეტიანეს მეფობამდე".

ლეგენდის თანახმად, ბრეტონელი ქრისტიანები ელვანი და მიდვინი იმ მისიონერებს შორის იყვნენ, რომლებიც რომის ეპისკოპოსმა ელევთერმა გაგზავნა მეფე ლუციუსის თხოვნის პასუხად ბრიტანეთის კუნძულებზე, სადაც ისინი ქადაგებდნენ სახარებას ადგილობრივ მოსახლეობას შორის. მათი ცხოვრების დეტალები უცნობია. ითვლება, რომ წმინდა ელვანი იყო ლონდონის მეორე ეპისკოპოსი.

ბეჭდვა
1კ1