"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
"ისტორია ქართულ საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადაღებისა"
წმინდა ექვთიმე კერესელიძე
1925 წელში, გელათის მონასტრითგან გადმოვედით საცხოვრებლად მცხეთის საკათედრო სობოროში , მუნ მყოფ ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის თხოვნით და ჩემს იქ მყოფობა-სამსახურში შევხვდი იქვე სობოროს წიგნებში ერთ ხელთ-ნაწერ წიგნს, რომელშიდაც ეწერა: ყოველი დღიური წმინდანების სახელებზე აწყობილი საგალობლები! მე ამ წიგნის ამბავი გაგონილი მქონდა მგალობლებისაგან და თვითონ არა მქონდა ნახული და ძალიან კი მწადოდა მისი ნახვა; და სწორედ ახლა რო აქ შემხვდა და ვიპოვნე, საოცრად გამეხარდა! მაშინვე დავჯექი და როგორც რომ იქვე გალობის ხმას უჩვენებდა, ისე იმ ხმაზე ვიგალობე სულ! და დავსწერე ნოტებზე სამ ხმაზე განწყობით, ისე როგორც ძველად უგალობნიათ მგალობლებს.

ეპისკოპოს პავლეს გარდაცვალების შემდეგ, გადავედი საცხოვრებლად ზედაზნის მონასტერში 1932 წელს, ჩვენი დღევანდელი პატივცემული მთავრობის ნებართვით, და ამის შემდეგ გავიცანი კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის მუზეუმ "მეტეხის" უფროსი ინსპექტორი დავით დავითაშვილი და დირექტორი დიმიტრი შევარდნაძე; ამ ხსენებულ პირებთან ხშირად დავდიოდი ზედაზნის მონასტრიდგან რაიმე საქმისათვის.

ერთხელ დავით დავითაშვილმა მკითხა: ბეთანიის ბერებმა მითხრეს, ბერ ექვთიმე კერესელიძეს ხელთნაწერი ნოტები აქვსო, მართლა გაქვს თუ არა? მე ვუთხარი, მართალია, მაქვს-მეთქი. რა ნაწერებია? მკითხა, ქართული საგალობლები, ნოტებზე გადაღებული-მეთქი; მკითხა, ბევრი გაქვს, თუ ცოტა? მე ვუთხარი, ერთი ცხენის საპალნე იქნება-მეთქი; მაშინ მითხრა, რატომ აქამდე არ გვითხარი, თუ კი მართლა გქონია. მაშინ მე ვუთხარი: არავის არ ვეუბნებოდი, ჩემთან მაქვს ნამუშევარი და ჩუმადა მაქვს შენახული, რადგან მეშინია, არავინ არ დამეცეს და არ წამართვან, ან არ დახიონ, ან არ დასწვან და მეც ციხეში არ მიმცენ. შენ საეკლესიო საგალობლები რომ გიწერიაო, არ მითხრან. მაშინ მკითხა: სია გაქვს მაგ საგალობლებისა? მე ვუთხარი მაქვს მეთქი. აბა, მოგვიტანეო და თანაც მითხრა: კარგი დიდი საქმე გაგიკეთებია შენ თუ მართალია. მაგ საქმის გაკეთებას მეც თვითონ ვფიქრობდი და მინდოდა გამეკეთებია, მაგრამ ვერ მოვახერხე და შენ ეს საქმე მართლა გიზრუნია, ძალიან გასახარელიაო.

მეორე დღეს საგობელთა სია გადავეცი ბატონ დავითაშვილს და რომ ნახა, სიხარულით აღივსო და მაშინვე ეუბნება დირექტორ დ. შევარდნაძეს: მოქალაქე ექვთიმე კერესელიძეს ნახე, რა დიდი საქმე გაუკეთებიაო! ამ თავის ნაშრომს ხელნაწერებს გადმოგვცემს დასაცავად და უნდა დავაჯილდოვოთო! იგივე საგალობელთა სია მთავრობის ყველა დაწესებულებებში შეაქვს და ახარებს ყველას: თუ რა ძვირფასი ეროვნული სიმდიდრე ვიპოვნეთო! ამ პატივცემულმა და გახარებულმა კაცმა, მეც კი გამახარა: გამიყოლია და გამაცნო მთავრობის დიდ-დიდი პირები, რომელნიც არიან ფ. მახარაძე და მისთანანი სხვები. ამ დროს ვფიქრობ ჩემ თავად: ეს რა სასწაული მოხდა ჩემ თავზე! დღემდის მე კაცად არავინ მთვლიდა! ჩემთან ლაპარაკსაც არ კადრულობდნენ, ყველას დაწუნებულად მივაჩნდი! ახლა დღეს რო ჩემთა ფეხებმა დიდ-დიდი დაწესებულებები მოიარა, ხელის ჩამორთმევით გამეცნენ! ეს ჩემთვის დიდი საოცრება და გახარება არის!!!

ამ პატივ-ცემული მთავრობის კრების გადაწყვეტილებით ერთ-დროულად დამაჯილდოვეს ას-ორმოცდაათ თუმნით, და აგრეთვე თვეში თხუთმეტი მანეთი პენსიის დანიშვნაც აღმითქვეს.

მაშინ მე ექვთიმე კერესელიძემ გადავეცი მთავრობის დასაცავად, ყველა ჩემი ნოტის საგალობელთა ნაწერები, ისე როგორც ამ ჩაბარების ოქმში მოხსენებული არის...

ამ ხსენებულ ნოტის საგალობელთა წიგნში ჩაბარების შემდეგ მივიღეთ თვით მთავრობის მოწერილობა, შესახებ პენსიის დანიშვნისა შემდეგი შინაარსით:

ზედაზნის ისტორიული ძეგლის მეთვალყურეს ექვთიმე კერესელიძეს: თქვენ მიერ საქართველოს მუზეუმში ხელთნაწერ ნოტების გადაცემის ამბავი მოხსენდა კულტურის ძეგლთა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, წარსულის 29 დეკემბერში.

კომიტეტი, გაეცნო რა ამ ნოტების შექმნის, შენახვის და გადმოცემის ისტორიას დაადგინა: მოქ. ექვთიმე კერესელიძეს იშვიათი და ძვირფასი კულტურულ ნამუშევარის დაცვა-შენახვისათვის მადლობა გამოეცხადოს კომიტეტის სახელითაც და მისთვის დასანიშნ პერსონალურ პენსიის საკითხის საბოლოვოთ გამორკვევამდე, მას ეძლეოდეს კომიტეტის სპეცოპერატიული თანხებიდგან ყოველ თვიურად ას ორმოცდაათი (150) მანეთი.

კომიტეტი გაცნობებთ ამ დადგენილებას და დასძენს, რომ თქვენ ზემოთაღნიშნული ანგარიშით ფული მოგეცემათ წარსული წლის 1-ლ ნოემბრიდგან.
კომიტეტის თავჯდომარის მოადგ.
დ. შევარდნაძე
უფროსი ინსპექტორი დ. დავითაშვილი

უაღრესად პატივის მცემელი თქვენი
მოქ. ექვთიმე კერესელიძე
1936 წ. 18 თებერვალი

ეს ზემო ხსენებული ჩემზე დანიშნული პენსია, 1935 წ. 1-ლ ნოემბრიდგან, ყოველ თვეს დაუბრკოლებლად მეძლეოდა, ვიდრე 1939 წლის გასვლამდი; 1940 წელს თვით ამ დაწესებულებაში, საითგანაც ფული მეძლეოდა, მოხდა რაიმე დაბრკოლება და მითხრეს: შენ უმაღლეს მთავრობასთან, ხელახალი თხოვნა უნდა მისცე, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაწყვე; მერე ავდექი და მივედი ჩვენი ნოტის საგალობელთა გულშემატკივარ პროფესორ კ. ფოცხვერაშვილთან და უთხარი: თქვენ ხართ ერთადერთი ჭირისუფალი, აპეკუნი, მზრუნველი და ერთგული გამგე; როგორც დიდი მუსიკოსი და გამოჩენილი კომპოზიტორი, და ჩემი ნაშრომი ნოტების ხელმძღვანელი! – გთხოვთ რომ, ამ ფულის დაბრკოლების საქმე ფეხზე წამოაყენოთ; თხოვნა მიცემული მაქვს უმაღლეს მთავრობასთან, მაგრამ არ დამიშვეს სალაპარაკოდ! ამიტომ ჩემ თხოვნას დიდი დაბრკოლება აქვს, მან მითხრა:

წავიდეთ ნატარიუზში და ვექილობის უფლება გამოვართვათ, და მე ამით ვიმოქმედებ უმაღლეს მთავრობასთან.

ვექილობის ქაღალდის შემდეგ, უმაღლეს მთავრობამ ჩარკვიანმა, ბრძანება გამოსცა: "რადგან რომ ის კერესელიძის ნამუშევარი საქმე, დიდმნიშვნელოვანი ყოფილა, ამიტომ დაინიშნოს კომისია, კომპოზიტორებისა და დირექტორებისაგან, და შეამოწმონ ნამუშევარი ქონება და შეაფასონ, და გადასწყვიტონ კერესელიძის გადასაცემი ფული".

ამ ბრძანების აღსრულების საქმე კარგად მოაწყო ბ-ნ კ. ფოცხვერაშვილმა, რომელმაც შეკრიბა საეკსპერტო მთავარი პირები და კომისია შეადგინა! კომისია რომ გაცნობილა, ყველამ ერთ ხმად სთქვეს და დაადგინეს:

ეს საქმე მეტად ძვირფასი და ფას-დაუდებელი არისო!!!! ამიტომ კერესელიძეს გადაუწყვიტოთ, არა ერთბაშად ფულის მიცემა, არამედ ნაწილ-ნაწილად, რომ მისთვის და ჩვენთვის საადვილო და უმჯობესი იქნეს; ამრიგად ჩვენ დიდ ნაშრომ მოხუცებულ კერესელიძეს, თავის საბოლოო უზრუნველ საცხოვრებლად, თვეში დაენიშნოს ოცდაათი (300 მ) თუმანი; ამ გადაწყვეტილებაზე ყველამ ხელი მოაწერა და ამასთანავე დაავალეს: საქართველოს სააკადემიო მუზეუმის დირექტორ შ. ამირანაშვილს, რომ ამ ხსენებული ყოველთვიურად ფულის მიცემით, სააკადემიო მუზეუმის თანხიდგან, თავის საკუთრებად შეიძინოს მუზეუმმა, თვის შორის დაცული და შენახული: ქართული ნოტების საგალობელთა წიგნები, შემდეგის ხელშეკრულებით:

ხელშეკრულება.

1941 წლის 22 მარტს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, მისი დირექტორის შალვა იასონის ძე ამირანაშვილის სახით, ერთი მხრით და კერესელიძე ექვთიმე სოლომონის ძე, ქვემოთ შემოკლებისთვის "კერესელიძედ" წოდებული, მეორე მხრით, სდებენ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ექვთიმე კერესელიძე უთმობს საკუთრებად სახელმწიფო მუზეუმს, მის მიერ შეგროვილი საქართველოს ყველა კუთხეების ძველს ქართულს საეკლესიო საგალობელთ, ნოტებზე გადაღებულთ, რომელიც მოთავსებული არის 37 წიგნში, და რომელიც შესდგება 5532 ნომრისაგან.

2. ამა ხელშეკრულების 1-ლ პუნქტში აღნიშნული საეკლესიო საგალობლის გადაცემა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმზე ხდება აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ მუზეუმის დირექტორის მიერ გამოყოფილი პირი და თვით ექვთიმე კერესელიძე და რომელიც დაერთობა ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყრელი ნაწილი.

3. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი კისრულობს ვალდებულებას: აღმოუჩინოს ექვთ. კერესელიძეს დახმარება ამ ხელშეკრულების დადებისთანავე, მისცეს მას ერთდროულად ერთი ათასი (1000) მანეთი და აძლიოს ყოველთვიურად სამას-სამასი მანეთი სიცოცხლის განმავლობაში.

4. ყოველთვიურად დახმარებას საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი გაუგზავნის ფოსტით ექვთიმე კერესელიძეს, ყოველი თვის გასვლისას, იმ მისამართით, რომელსაც მუზეუმს მიაწოდებს.

5. ექვთიმე კერესელიძე ახლანდელ მისამართად აცხადებს ს. საგურამოს, ზედაზნის ძეგლი. სამყოფელი ადგილის გამოცვლისას, ექვთიმე კერესელიძე ვალდებულია აცნობოს მუზეუმს ახალი სამყოფელი ადგილი.

6. მხარეები აწერენ ხელს სამ (3) ეგზემპლიარად დაბეჭდილ ხელშეკრულებას. ერთი ეგზემპლიარი ექვთიმე კერესელიძეს მიეცემა, ორი დანარჩენი ეგზემპლიარი კი მუზეუმის განკაგულებაში რჩება.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი
(პროფ. ამირანაშვილი)
ექვთიმე სოლ. კერესელიძე
სახელმწიფო ბეჭდით დამტკიცებული.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.12.2024
წმიდა კიბი (ასევე კუბი; კაბიუსი) თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე იყო, მცირე ხანს - მეფე,მომლოცველი, მღვდელი, იღუმენი, ეპისკოპოსი, მეუდაბნოე და ქადაგი.
14.12.2024
ანგლსი (ვალიურად ინის მონ) არის კუნძული უელსის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს პირას, რომელიც მცირე მენაის სრუტითაა გამოყოფილი
13.12.2024
ღირსი სეირიოლ მართალი, პენმონელი, უელსელი (ლათ. შეირიოლ, ბერძ. Σειρίολος ὁ Δίκαιος; VI ს.). ხსენების დღე 2 იანვარი (ბერძ.), 1 თებერვალი (კელტ. და ბრიტ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.12.2024
წმინდა სერვანი (სერფი) შოტლანდიელი, კალროსელი (+ დაახლ. 583), ეპისკოპოსი-მისიონერი, დასავლეთ ფაიფშირის (უესტ ფაიფის) განმანათლებელი.
09.12.2024
წმინდა მეფე კადვალადრი (კადვალადრი) ტახტზე ავიდა თავისი მამის, კადვალონ კადვანის (კადვალოზე) შემდეგ, დაახლოებით 634 წელს.
28.11.2024
ლონდონი დაარსდა რომაელების მიერ,ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, რომლებმაც მას "ლონდინიუმი" უწოდეს.
28.11.2024
ჩვენი წმინდა მამა ერკონვალდი (ეარკონვალდი) კეთილშობილური წარმოშობის იყო და ქრისტიანული რწმენა ადრეულ ასაკში შეითვისა,
27.11.2024
ჰოი, ინგლისის რწმენავ, რომელსაც ძველად ასწავლიდნენ ქრისტეს ცხვრების ერთგული მწყემსები, ჩვენი ერის განწმენდავ...
25.11.2024
წმინდა ეგვინ ვუსტერელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა 30 დეკემბერს/12 იანვარს (გარდაცვალება) და 10/23 სექტემბერს ( წმინდა ნაწილების გადასვენება).
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
VIII საუკუნის I ნახევარში, სწორედ ბიზანტიის სახელმწიფოს გაძლიერება-განმტკიცების ჟამს, წარმოიშვა მის წიაღში ახალი ერესი - ხატმებრძოლობა, რომელიც მთელი საუკუნის მანძილზე მძვინვარებდა და მრავალი უბედურება დაატეხა თავს ქვეყანას.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat