წმინდა კენეტი მონაზვნად წმინდა კადოკმა აღკვეცა, ლანკარვანის მონასტრის იღუმენმა და იქვე დაასხეს ხელი მღვდლად.
რომში გამგზავრების შემდეგ სწავლობდა კლონარდში წმინდა ფინიანთან და თან ახლდა წმინდა კიერანს, კოლუმბს და წმინდა კომგალს. ერთხანს ირლანდიაში ჰქადაგებდა, შემდეგ შოტლანდიაში გაემგზავრა. იგი წმინდა კოლუმბის ახლო მეგობარი იყო და მასთან ერთად ბრიუდუში ჩავიდა პიქტების მეფესთან, სადაც მათ მისიას დიდი წარმატება ჰქონდა. წმინდა კენეტმა მონასტერი ააშენა ირლანდიაში, აგაბოეში, და შესაძლოა კილკენშიც.
წმინდა კენეტი ასევე იხსენიება "შოტლანდიელ წმინდანების კრებულში" - სულთმოფენობის შემდეგ მე-2 კვირას (ბერძნ.)
ხატის წყარო.