1463 წლის ბრწყინვალე აღდგომას მღვდელ-მონაზონი დიონისე (შეპა) საკმევლის კმევით მოილოცავდა ანტონის მღვიმეში დასვენებულ წმინდა მამათა ლუსკუმებს
და სამახარობლოდ ამ სიტყვებს მიუგებდა:
- ქრისტე აღდგა!
და მამებმაც უპასუხეს:
- ჭეშმარიტად აღდგა!
ამ ამბის შემდგომ დიონისემ დარჩენილი სიცოცხლე განდეგილობაში გაატარა.
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა თეოქტისტესი, მახვილით განგმირულისა
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა თეოგენოსისა, რომელმაც სიკვდილი ცეცხლში მიიღო
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა თეოტიქესი, ქვებით ჩაქოლილისა
* * *
ხსენება წმინდა აღმსარებლისა, აღათანგელოზისა, იაროსლაველი მიტროპოლიტისა (+1928) - 03 (16) ოქტომბერი