კუკშა კიევ-პეჩორელი და ღირსი პიმენი, პეჩორელი მმარხველი (+1114) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
კუკშა კიევ-პეჩორელი და ღირსი პიმენი, პეჩორელი მმარხველი (+1114) - 27 აგვისტო (9 სექტემბერი)
კუკშა კიევ-პეჩორელს და ღირს პიმენ მმარხველს ეკლესია 27 აგვისტოს (9 სექტემბერს) ერთად იხსენიებს. ისინი ერთ დროს მოღვაწეობდნენ პეჩორის ლავრაში და სავარაუდოდ ერთ დღეს აღესრულნენ 1114 წელს. კუკშა პეჩორელი იყო კიევ-პეჩორელი იერომონაზონი, წამებული. თავის მოწაფესთან, ნიკონთან ერთად, ოკაზე ცხოვრობდა, ამჟამინდელი ორლოვისა და კალევის ოლქში და ქრისტიანობას ქადაგებდა, რისთვისაც სასტიკად აწამეს და მოკლეს. ამის შესახებ განაცხადა პიმენმა: "ჩემო ძმებო, განთიადისას კუკშა მოკლეს!" ღირსი მამა კიევ-პეჩორის მონასტრის აკლდამაში დაკრძალეს. მის სახელთან მრავალი სასწაული არის დაკავშირებული. ორლოვის მხარეში ნეტარ მამას 11 ოქტომბერს (ძვ, სტ. 27 სექტემბერი) და 9 სექტემბერს (27 აგვისტო) იხსენიებენ.

თანამედროვე მკვლევრებმა დაადგინეს ის ადგილი, სადაც მოკლეს კუკშა და მისი მოწაფე. მათი ვარაუდით, ეს არის ქალაქი სერენსკი.

არის მეორე სავარაუდო ადგილიც - ორლოვის ოლქში მცენსკის რაიონი, სადაც მდებარეობს ე.წ. "წამებულის ჭა", რომელიც ქალაქიდან 15 კმ-ით არის დაშორებული და ხალხი კუკშას სახელს უკავშირებს. სწორედ იმ ადგილას ყოველწლიურად 9 სექტემბერს საზეიმო წირვა აღევლინება.

წმინდა კუკშას სახელი აქვს მინიჭებული ქ. ორლის სასულიერო გიმნაზიას. 2009 წლის 6 აგვისტოს ორლოვსკის არქიეპისკოპოს პანტელეიმონის კურთხევით წმინდა წამებული კუკშა ორლოვისა და ლივენის ეპარქიის მფარველ წმინდანად გამოაცხადეს.

ღირსი პიმენი მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულებში. სხვა ბერებისგან მკაცრი მარხვით გამოირჩეოდა, ამაზე მისი ზეწოდებაც მეტყველებს. საკვებს იგი იხმევდა დღეში ერთხელ და მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი რაოდენობით. გარეგნულ მმარხველობას ესატყვისებოდა მისი შინაგანი ბუნება - ღვთისთვის მიუღებელი ქცევების, აზრებისა და გრძნობების აღკვეთით. ღირსი პიმენი იყო კიევ-პეჩორის (მღვიმევის) მონასტრის იღუმენი 1132-დან 1141 წლამდე. მას ეკლესია ორჯერ: 21 მაისს და 27 აგვისტოს იხსენიებს.

ბეჭდვა
1კ1