წმინდა ჟერის ბელგიის დედაქალაქის დამაარსებლად თვლიან. წმინდა ჟერიმ სიყმაწვილიდანვე თავი მიუძღვნა თანამედროვე ბელგიის
ტერიტორიაზე სახარების ქადაგებას. შემდგომში უკვე კამბრესა და არასას ეპისკოპოსი, თვეების განმავლობაში ეპარქიებში მოგზაურობდა, აშენებდა ტაძრებს და აფუძნებდა მონასტრებს ყველაზე მიყრუებულ ადგილებში. ერთხელაც მან ეგრეთწოდებულ ღორების კუნძულზე, მდინარე სენის ორ ტოტს შორის ეკვდერი ააშენა, რომელიც ეკლესიად გადაკეთდა. შემდგომში ეკლესიის გარშემო სოფელი გაშენდა. შემდეგ კი ჰერცოგმა ლოტემ იქ თავისი რეზიდენცია მოაწყო - ასე ჩაეყარა საფუძველი ქალაქ ბრიუსელს.
ბელგიის განმანათლებელ წმინდათა ხატი