ღირსი თეოდორე მღვიმელი (+1483) - 11 (24) აგვისტო
ღირსი თეოდორე მღვიმელი (+1483) - 11 (24) აგვისტო
წმინდა თეოდორემ ერისკაცობაში სახელი გაითქვა ტაძრების მშენებლობითა და პაპისტებისგან მართლმადიდებლობის დაცვით. ის წმინდა მოციქულთასწორ ვლადიმერის შვილთა შვილი იყო. ის 1441 წელს მონაზვნად აღიკვეცა კიევის-მღვიმევის მონასტერში თეოდოსის სახელით და იქ სიცოცხლის ბოლომდე იღვაწა სულის ცხონებისათვის. წმინდანი XV საუკუნის II ნახევარში, დაახლოებით 1483 წელს, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა და ღირსი თეოდოსის შორეულ მღვიმეში დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1