წმინდა პასარიონი ქორეპისკოპოსი იყო იერუსალიმში, პატრიარქ იუბენალის დროს (2 ივლისი). ის გამოირჩეოდა გლახაკებისა და ობლების მიმართ დიდი სიყვარულით.
წმინდა ქალაქის აღმოსავლეთი კარიბჭის სიახლოვეს მათთვის თავშესაფარი დააფუძნა. შემდგომში ის მთელი პალესტინელი მონაზვნების არქიმანდრიტად დაადგინეს და წმინდა სიონზე დიდი და ლამაზი მონასტერი დააარსა. 428 წლის 7 მაისს წმინდა პასარიონი წმინდა ისიქისთან ერთად ესწრებოდა ექვთიმე დიდის ლავრაში ტაძრის კურთხევას. რამდენიმე თვეში წმინდა პასარიონი წარვიდა უფალთან. ძველი პალესტინური ჰაგიოგრაფიული ტექსტების მიხედვით მის მიერ აშენებულ მონასტერში წმინდანის ხსენებას 7 ივნისსა და 21 ნოემბერს დღესასწაულობდნენ.