წმინდა პოლიკარპე ცხოვრობდა XII საუკუნეში და მოღვაწეობდა კიევ-პეჩორის მონასტერში. ის მონასტერში დამკვიდრებისთანავე შეუდგა მოშურნე ასკეტის ცხოვრებას,
გამუდმებით ლოცულობდა, მარხულობდა, ავლენდა საოცარ თავმდაბლობასა და მორჩილებას. როდესაც მისი ნათესავი სიმეონი ვლადიმერის მღვდელმთავრად აკურთხეს, ეპისკოპოსმა პოლიკარპე თავისთან წაიყვანა. ღირსი მამა ერის ერთ-ერთი შემდგენელია კიევ-პეჩორული პატერიკისა. მღვდელმთავართან ყოფნის დროს ის ლიტერატურულ საქ-მიანობასაც ეწეოდა. როდესაც წერას მორჩა, პოლიკარპე დაბრუნდა პეჩორის ლავრაში, მალე ის არქიმანდრიტადაც აირჩია საძმომ. იგი ცდილობდა, წმინდა თეოდოსის ტიპიკონი შეენარჩუნებინა, იყო მზრუნველი და ყურადღებიანი წინამძღვარი.
თავადი როსტისლავ მსტისლავოვიჩი ისმენდა მის დამოძღვრას, ყოველ კვირას ესწრებოდა ღვთისმსახურებას ლავრაში და ცრემლებს ღვრიდა ცოდვების გამო. თავადი სთხოვდა კიდეც არქიმანდრიტს ბერად კურთხევას, რაზედაც პოლიკარპე პასუხობდა: "ღმერთს სურს, რომ შენ სამთავროს მართავდე სამართლიანად და ქრისტიანულად".
- მაგრამ მამაო, განა შეიძლება ისე ვმართო სამთავრო, რომ არ ვცოდო?! - ეკითხებოდა მთავარი, - მსურს სიბერეში მაინც ჩავიცვა ბერის სამოსი და სიცოცხლის ბოლო წლები ღმერთს მივუძღვნა.
მიუხედავად ხშირი მსგავსი საუბრებისა, პოლიკარპე არ რთავდა მთავარს ნებას აღკვეცილიყო.
ღირსი პოლიკარპე მიიცვალა 1182 წელს.