ეს წმინდა მამები XVI საუკუნეში ცხოვრობდნენ, უბრალო ოჯახების შვილნი იყვნენ და არც წერა-კითხვა იცოდნენ.
სოლოვეცკის მონასტერში მსახურებისას ორივე ერისკაცი გახლდათ, თუმც კი მკაცრ მოსაგრეობით ცხოვრებას მისდევდნენ.
იღუმენმა ფილიპემ (1548-1566 წლები) ორივე სამშენებლო მასალებისთვის წარგზავნა, გზაში ქარბუქმა მოუსწრო და ზღვაში დაიღუპნენ, მოგვიანებით კი ძმათა წმინდა ნაწილები სავანიდან 120 კილომეტრში უხრწნელად პოვეს და იქაურებმა პატივით მიაბარეს მიწას.
ორი ათეული წლის შემდგომ ისინი სოფელ იარენგის ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მოკლე ხანში უამრავი კურნება აღასრულეს.
გარკვეული ხნის შემდეგ იმ წმინდა ადგილმა მცირე საძმო შემოიკრიბა, 1624 წელს კი მონაზონმა ილია ტელოვმა პატრიარქ ფილარეტს იმ სასწაულთა აღწერილობა გადასცა, წმინდა იოანესა და ლონგინოზის წმინდა ნაწილთაგან რომ აღესრულა, თითოეული მათგანი გადამოწმდა და დადასტურ¬და, 1638 წელს კი სიწმინდე წმინდა ზოსიმესა და საბატიოს სოლოვეცკელთა სახელობის ახალ ტაძარში გადააბრძანეს.