ღირსი ტიხონ ლუხელი, სასწაულმოქმედი (+1503) - 16 (29) ივნისი
ღირსი ტიხონ ლუხელი, სასწაულმოქმედი (+1503) - 16 (29) ივნისი
წმინდა ტიხონი ლიტვის საზღვართან ცხოვრობდა და სამხედრო მოსამსახურე გახლდათ. ლათინთა მხრიდან ძალადობას ვერ გაუძლო და მოსკოვში გადასახლდა, სადაც ღვთისმოშიში ცხოვრება განაგრძო. შემდგომში მან თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მდინარე ლუხეს სიახლოვეს დასახლდა. აქ სკიტი ააგო, მრავალი მოწაფე შემოიკრიბა და ღვთივსათნოდ მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს და ღამეებს. თავისი სიმდაბლის გამო მხოლოდ სიკვდილის წინღა მიიღო სამღვდელო ხარისხი. თავის გარდაცვალების ჟამი წინასწარ ეუწყა, მოუხმო თავის მოწაფეებს, უკანასკნელად დამოძღვრა და სული თვისი ჩააბარა უფალს. ეს მოხდა 1503 წლის 16 ივნისს. 1566 წელს, იღუმენ კონსტანტინეს მმართველობისას, როცა ტიხონის საფლავი გახსნეს, მისი წმინდა სხეული უხრწნელი მოიპოვეს.

ბეჭდვა
1კ1