წმინდა იონა XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მდიდარი ნოვგოროდელი ვაჭარი გახლდათ.
ერთხელ, კარელიაში, ონეგის ტბასთან, საშინელ ქარბუქში მოხვდა, უფლის წინაშე მხურვალედ ილოცა და აღუთქვა, - თუ გადავრჩები, სიცოცხლეს შენ გიძღვნი და დარჩენილ ცხოვრებას სინანულში განვლევო!
ღმერთმა ისმინა მისი და ქარბუქმა იგი კუნძულ კლიმენცთან გამორიყა, სადაც შემონაზვნდა კიდეც.
გავიდა დრო და ამ ადგილას, სადაც მისი ხომალდი ქარბუქისას ნაპირს მიაწყდა და დაიმსხვრა, იონამ ყოვლადწმინდა სამების სახელზე ზოგადცხოვრებულთა სავანე დააფუძნა, მოგვიანებით კი წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელზე, რომელიც ზღვაოსანთა მფარველია, კიდევ ერთი ტაძარი აღაშენა.
ამგვარად მიიღო სავანემ ორმაგი სახელი - სამება-წმინდა ნიკოლოზის სავანე.
მოსკოველმა მიტროპოლიტმა, ბარლაამმა (1511-1521 წლები) სავანე აკურთხა და მის წინამძღვრად იონას დადგინება სურდა, მაგრამ მან ამ პატივზე უარი თქვა და იღუმენად ნოვგოროდელი მღვდელი, ტიხონი დაადგინა, თავად კი ნეტარ გარდაცვალებამდე, - 1534 წლის 6 ივნისამდე - სავანეში უბრალო მონაზვნად იღვწოდა.
* * *
ხსენება ღირსისა რაფაელისა, აღმსარებელისა, მღვდელ-მონაზვნისა (შეიჩენკო, +1957)159